შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში დასრულდა 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ნარდში, სადაც საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები იღებდა მონაწილეობას. ჯგუფური ეტაპი ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებით გაიარეს. პირველ ტურში დაამარცხეს გერმანიის უძლიერესი ნაკრები 2:1, მოუგეს ნორვეგიასა და შვედეთის გუნდებს, გადამწყვეტ ბრძოლაში მოუგეს აშშ-ის უძლიერესი ნაკრებს 2:1 (რომელიც მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონი გახდა) და ნახევარფინალში გავიდნენ.
ნახევარფინალში ჩვენები ინგლისის ძლიერ გუნდს დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, დაძაბული ორთაბრძოლა ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა.
მე-3 ადგილისთვის ჩვენების მეტოქე კვლავ ნორვეგიის გუნდი გახლდათ.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ინგლისისა და აშშ-ის ნაკრებებს შორის გაიმართა, სადაც აშშ-ის ნაკრებმა იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მე-2 ადგილზე ინგლისელები გავიდნენ.
საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო:
მარინა პირველი (გუნდის კაპიტანი)
ნათია არჯევანიძე
ხათუნა გიორგობიანი
გუნდის ხელმძღვანელი - საერთაშორისო კატეგორიის ნარდის ოსტატი ნოდარ გაგუა
საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია მადლობას უხდის ყველას, ვინც შეიტანა გარკვეული წვლილი ნაკრების წარმატებაში; ყველას, ვინც გულშემატკივრობდა და ამხნევებდა ჩვენს ნაკრებს. მადლობა ყველას!
წყარო: საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია