ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ფრესკის "საიდუმლო სერობის" იმიტაცია და ტრანსგენდერებით შესრულება ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელია.
"მიუღებელი, უპატივცემულო და სამარცხვინოა! ასეთი სახით "საიდუმლო სერობის" პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოყენება ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელია. სად არის რელიგიური მრწამსის პატივისცემა?" - დაწერა ტებასმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).