მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..

AutoSharing Option
საქართველომ ტოკიო-2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა.

წინა ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102 კგ) და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი (+125) და იაკობ ქაჯაია (-130) იყვნენ, ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ (-96) მოიპოვა.

ახლა, 28 მონაწილის პირობებში, ამ შედეგის გამეორება, ფაქტობრივად, გამორიცხულია.
საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში კვლავ ვერ შეძლო ერთ ოქროს მედალზე მეტი მოეპოვებინა, არადა, რა ახლოს ვიყავით... ჩვენს ანგარიშზე ახლა 4 მედალია. ძიუდოისტების: ლაშა ბექაურის (-90) ოქრო, ტატო გრიგალაშვილისა (-81) და ილია სულამანიძის (-100) ვერცხლი; ასევე, მოკრივე ლაშა გურულის (-63.5 კგ) ბრინჯაო.

ძალოსნობა

დღეს, 7 აგვისტოს, საქმეში შოთა მიშველიძეს (-61) ვნახავთ. შეჯიბრება ჩვენი დროით 17:00 საათზე აიღებს სტარტს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ტრავმის გამო მიშველიძე მაქსიმალური დატვირთვებით ვერ შეძლებს ასპარეზობას. მონაწილეობა მხოლოდ ფორმალურად დაფიქსირდება, არადა, მას მედლის შანსიც ჰქონდა.

ჩვენი ქვეყანა ლაშა ტალახახის (+102 კგ) მესამე ოლიმპიური ოქროს მოლოდინშია. ტრავმის გამო მას ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია, თუმცა უკვე ყველაფერი მოგვარებული უნდა იყოს. ლაშას მთავარი კონკურენტები სომეხი ვარაზდატ ლალაიანი და ირანელი ალი დავოუდი არიან. მისი მეორე ოქრო ძალიან გვჭირდება, არავინ იცის, ამას სხვა რამდენად შეძლებს. შეგახსენებთ, ქართველი ოლიმპიელების საუკეთესო შედეგი 3 ოქროს მედალია (2008 წელს), ისე კი, სტაბილურად, 2 ოქროს მოპოვებას ვახერხებთ.

ეს შეჯიბრება 10 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. იმავე დღეს, უფრო ადრე, 13:30 საათზე, ფიცარნაგზე ირაკლი ჩხეიძესაც (-102 კგ) ვიხილავთ. მედლისთვის ბრძოლა მასაც შეუძლია.

ზოიძე და გობაძე

Sportall.Ge

ჭიდაობა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამოსვლა საშინლად დავიწყეთ, რობერტ კობლიაშვილი (-97) მალევე დამარცხდა. დღეს, 7 აგვისტოს, იმედიანად ვიყავით, მედალს ველოდით. საქმეში რამაზ ზოიძე (-67 კგ) და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა გობაძე (-87 კგ) ვნახეთ. ისეთი განცდა დარჩა, ისინი ფიზიკურად არ იყვნენ მზად, ამბიციური მიზნები დაესახათ. გობაძე რეპეშაჟში გადაერთო (მისი დამმარცხებელი ფინალშია) და ბრინჯაოს შანსი არ დაუკარგავს (7 აგვისტოს).
***

8 აგვისტოდან თავისუფალი სტილით ჭიდაობა იწყება. მათ ეს შედეგები უნდა გამოასწორონ!.. თამამად გენო პეტრიაშვილის (+125 კგ) მაღალ მიზნებზე საუბარი შეგვიძლია. გენო 9 აგვისტოს გამოვა (13:30 სთ), ფინალური ბლოკი კი მეორე დღეს ჩატარდება. იმედია, წინა ოლიმპიადაზე განცდილ ტკივილს ის ბოლომდე მოიშუშებს.

"თავისუფლები"

Sportall.Ge

ხუთშაბათს, 8 აგვისტოს, ვლადიმერ გამყრელიძეს (-86), ვიხილავთ, 10-ში კი - გოდერძი ძებისაშვილსა (-65) და გივი მაჭარაშვილს (-97 კგ). წინასწარი შეხვედრების დრო უცვლელია, ფინალური ბლოკი კი ყველგან მეორე დღესაა. თუკი ფინალურ ბლოკში გადავალთ, ოლიმპიადის ბოლო დღეს, 11 აგვისტოსაც ვიასპარეზებთ, ისე კი, გამოსვლას ათში დავასრულებთ.

11 დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები 28-ე ადგილს იკავებს. ყველაზე მეტი მედალი აშშ-ს აქვს - 86 და ოქროც სხვებზე მეტი აქვთ - 24. მეორე ადგილზე ჩინეთია - 58 მედალი და მათ შორის 22 ოქროსია.

altსანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...

altქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

მკითხველის კომენტარები / 34 /
რა ვიცი, სტუდენტ გოგ-ბიჭევს კარგად ურტყამდნენ ეს გეგეშიძის დაგეშილები და ამ ყირგიზ მურტალოებთან რა ემართებათ? ის ბრძები კაცი რას იძახის?
ჩაქუჩი
17:10 07-08-2024
16
ეს გეგეშიძეები და ზონდერაშვილები რამდენ ხანს უნდა გვიფუჭებდნენ საქმეს? საარჩევნო ცემა-ტყეპაში ვცვლით ოლიმპიურ მედლებს?
სიმართლის მოყვარული
15:36 07-08-2024
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული