"მძარცველებმა იარაღი დაადეს" - ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაქურდეს

AutoSharing Option
გუშინ "ლიონის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს, ამის შესახებ ინფორმაციას Le progres-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ადგილი ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია. მიქაუტაძე "ნიცასთან" მატჩის შემდეგ სახლში დაბრუნდა, სადაც მას ორი მძარცველი ელოდებოდა და იარაღის მუქარით ქართველის სახლში შევიდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, მიქაუტაძის სახლიდან დაახლოებით 250 000 ევროდ შეფასებული ნივთები მოიპარეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, გუშინ, ლიგა 1-ის მეცამეტე ტურში "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "ნიცა" 4:1 დაამარცხა. მიქაუტაძე კი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო.

წყარო
მკითხველის კომენტარები / 43 /
ეს მუსულმანური არაბ ზანგური საფრანგეთი უკვე დროა გამოაგდონ საფრანგეთიდან. მაგ ქვეყანას მომავალი მაინც არ აქ. ის ქვეყანა რომელიც თავის იდენტობას კარგავს იმას რაში ჭირდება სახელმწიფო?
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
15:49 02-12-2024
15
მე არ მახსენდება საქართველოში ფეხბურთელს სახლში ვინმე მივარდნოდეს და დაეყაჩაღებინოს მაშვინაც კი როცა ძალიან უკონტროლო სიტუაცია მძინვარებდა.
გიორგი
17:12 02-12-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული