მძიმე სასჯელი Z სიმბოლოსთვის - რუსი სპორტსმენის საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია

AutoSharing Option
გარკვეული პერიოდის წინ 20 წლის რუსმა ტანმოვარჯიშე ივან კულიაკმა საკუთარი სპორტის სამყარო შოკში ჩააგდო და დოჰაში ჩატარებული შეჯიბრების კვარცხლბეკზე Z-სიმბოლოკით ავიდა, თან ასე უკრაინელი სპორტსმენის გვერდით დადგა.

რუსი მსოფლიო თასის ღონისძიებაზე მესამე ადგილზე გავიდა, შეჯიბრება კი უკრაინელმა ილია კოვტუნმა მოიგო.

მოგეხსენებათ, Z ასო რუსულ ანბანში არ არის, ის რუსეთის უკრაინაში შეჭრილი სამხედრო შენაერთების ტექნიკაზე აწერია და ზოგადად, უკრაინისადმი განხორციელებული აგრესიის სოლიდარობის ნიშნად იქცა. ივან კულიაკმა ამ ნაბიჯით თანადგომა პუტინის ჯარს გამოუცხადა. მსგავსი უღირსი საქციელის შემდეგ, რა თქმა უნდა, სპორტსმენი სამაგალითოდ
დაისაჯა, ტურნირებზე გასვლა 1 წლით აუკრძალეს და დამსახურებული მედალიც ჩამოართვეს; ასევე, დაეკისრა ფულადი ჯარიმა (500 დოლარი).

"მეორე შანსი რომ იყოს და ისევ მომიწიოს არჩევა, გამოვიდე თუ არა Z ასოთი, ისევ იმავეს გავიმეორებდი" - განაცხადა ივანმა.

ამის შემდეგ ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ გამოძიება დაიწყო და დაადგინა, რომ ახალგაზრდა კულიაკმა სიმბოლოს ტარებით წესები დაარღვია. ზოგადად, უკვე იცით, რომ რუს და ბელორუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე გასვლა აუკრძალეს, თუმცა კულიაკს კომპეტენტურ ორგანოში გასაჩივრება 21 დღის ვადაში შეუძლია.

მომზადებულია unilad-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ისე იმ უკრაინელს რომ ჩაერტყა თავში, რა იქნებოდა ნეტავ? არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასჯილიყო უკრაინელი. მე პირადად ორ ოქროს მედალს მივცემდი
დავით 67
01:32 20-05-2022
1
სამაგალითო დასჯაა 1 წელი და 500$? დასცინის კიდევაც, იგივეს გავაკეთებდიო. მთლიანად მოკვეთონ სპორტს
ვითომ დასჯა
14:28 19-05-2022
15

სიახლეები პოპულარული