უკვე ვწერდით, რომ ბაადურმა 2010 წლის რუსეთისა და ევროპის ჩემპიონ იან ნეპომნიაშჩისთან ორივე კლასიკური პარტია ყაიმით დაასრულა. გუშინ მათ შორის უძლიერესი ტაიბრეიკს უნდა გამოევლინა. პირველი 25-წუთიანი პარტია (ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით), რომელშიც თეთრებით მეტოქე თამაშობდა, 48-ე სვლაზე ყაიმით დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში თეთრებით ჯობავა უკვე თავის სტიქიაში იყო - 32-ე სვლაზე მან მეტოქეს
დღეს ბაადური მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს მოჭადრაკეს, ფილიპინებიდან ამერიკაში გადაბარგებულ ვესლი სოს (2792) შეხვდება. ამ უკანასკნელმა ესპანელ ფრანსისკო ვალეხო პონსს ძირითად პარტიებში 1,5:0,5 აჯობა.
გუშინ ტაიბრეიკებმა კიდევ შვიდი გამარჯვებული გამოავლინა. სენსაცია შემოგვთავაზა რუსმა ევგენი ნაიერმა, რომელმაც მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-5 ადგილზე მყოფი ამერიკელი ფაბიანო კარუანა (რამდენიმე წლის წინათ იგი იტალიის მოქალაქე იყო) დაამარცხა 2,5:1,5.
დღეს, მე-4 წრის პირველ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ბუ სიანჭი - პიოტრ სვიდლერი, მაქსიმ ვაშიელაგრავი - ალექსანდრ გრიშჩუკი, ვასილი ივანჩუკი - ანიშ გირი, ლევონ არონიანი - დანიილ დუბოვი, ვესლი სო - ბაადურ ჯობავა, ვლადიმირ ფედოსეევი - მაქსიმ როდშტეინი, ევგენი ნაიერი - რიჩარდ რაპორტი, ვან ჰაო - დინ ლიჟენი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"