ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ფიდემ საახალწლოდ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

ქალთა საუკეთესო ასეულს 2662 პუნქტით უწინდებურად ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი მეწინავეობს.

მეორე ადგილზეა მისი თანამემამულე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ცზიუი ვენძიუნი (2575). პირველ ათეულში შემდეგ მოდიან: ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2569), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2560), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2541), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2540), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2537), ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი, 2518), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2513), თან ჩჟუნი (ჩინეთი, 2502)...

პირველ ასეულში, ძაგნიძის გარდა, კიდევ ექვსი ქართველი მანდილოსანია: 12. ბელა ხოტენაშვილი (2491), 24. ნინო ბაციაშვილი
(2459), 27. ლელა ჯავახიშვილი (2452), 76. მერი არაბიძე (2387), 79. სოფიკო გურამიშვილი (2386), 81. სალომე მელია (2385). საქართველოს ქალთა ათეულში, ასევე, არიან: ნინო ხომერიკი (2347), სოფიკო ხუხაშვილი (2342) და ინგა ჭარხალაშვილი (2338).

ვაჟთა ათეულს მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2835) ლიდერობს. მას შვიდი პუნქტით ჩამორჩება მსოფლიოს ვიცეჩემპიონი ფაბიანო კარუანა (2828). მესამე-მეათე ადგილებს შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2817), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2813), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2783), მაქსიმ ვშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2780), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2777), ვიშვანათან ანანდი (2773), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2771) და ლევონ არონიანი (სომხეთი, 2767).

საუკეთესო ასეულში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ივან ჩეპარინოვი 2691 პუნქტით 48-ე საფეხურზე ჩამოქვეითდა.

სამაგიეროდ, იგი საქართველოს ვაჟთა პირველ ათეულს მეწინავეობს, სადაც შედიან ბაადურ ჯობავა (2629), მიხეილ მჭედლიშვილი (2610), ლევან ფანცულაია (2597), დავით ჯოჯუა (2588), ლუკა პაიჭაძე (2583), მერაბ გაგუნაშვილი (2578), დავით არუთინიანი (2552), ზურაბ სტურუა (2533) და კონსტანტინე შანავა (2516).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული