დღეს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკის დაბადების დღეა - ნონა გაფრინდაშვილი 78 წლის გახდა. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ იმას, რაც ქართველ დიდოსტატ ქალზე ისედაც კარგად ვიცით.

ნონა ტერენტის ასული გაფრინდაშვილი დაიბადა 1941 წელს, ქალაქ ზუგდიდში. მამა პროფესიულ სასწავლებელში საბუღალტრო საქმეს ასწავლიდა, დედა დიასახლისი იყო. დიდი ოჯახი ჰქონდათ - ნონას 5 ძმა ჰყავდა. გასაგები მიზეზების გამო ის ბავშვობიდან ბიჭებს უწევდა კონკურენციას- უფროს 4 ძმასთან ერთად თამაშობდა ფეხბურთსა და ჭადრაკს. თავიდან მხოლოდ უყურებდა, შემდეგ ძმებმა დას თამაში ასწავლეს.

ერთხელ ერთ-ერთმა ძმამ სიცხის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო შეჯიბრებაში, რომელიც ზუგდიდის პიონერთა სასახლეში იმართებოდა. ნონა თავისი ძმის ადგილას დაჯდა და მალევე მოუგო მოწინააღმდეგეს, რომელიც მასზე გაცილებით უფროსი იყო. ამის შემდეგ ნიჭიერ გოგონას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს.

12 წლიდან ის უკვე თბილისის პიონერთა სასახლეში თამაშობდა ჭადრაკს. მისი ხელმძღვანელი ვახტანგ ქარსელაძე იყო, ადამიანი, რომელმაც ქართული ქალთა საჭადრაკო სკოლა ჩამოაყალიბა. 14 წლიდან თბილისში სასწავლებლად გადმოვიდა, 15 წლის ასაკში კი თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

19 წლის ასაკში უფლება მიიღო, ეთამაშა ტურნირზე ვრიანჩკა ბანიაში (იუგოსლავია, 1961 წელი), სადაც პირველი ადგილი არავის დაუთმო. გაფრინდაშვილმა 13 ქულა მოიპოვა 16 შესაძლებლიდან და 2 ქულით გაუსწრო მეორეადგილოსანს.

1962 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ელიზავეტა ბიკოვა დაამარცხა (9:2) და ისტორიაში მე-5 მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

"სახლში როგორ დამხვდნენ?! მატარებლით მივდიოდით და სოხუმის შემდეგ თითქმის ყველა სადგურზე გავჩერდით. ამოდიოდნენ ადამიანები და ყვავილებს მჩუქნიდნენ. თბილისის სადგურზე საერთოდ გასაოცარი ამბავი იყო. იმდენი ადამიანი გახლდათ შეკრებილი, რომ ჩემ დასახვედრად მოსულმა მამაჩემმა ფეხსაცმელი დაკარგა" - ერთხელ თქვა ნონა გაფრინდაშვილმა.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ მოჭადრაკემ საკუთარ თავს ახალი მიზანი დაუსახა - კაცთა შეჯიბრებაც უნდა მოეგო. ხანგრძლივმა ვარჯიშებმა, სტრატეგიასა და ტექნიკაზე თავდაუზოგავმა მუშაობამ, ასევე, თამაშის უნიკალურმა სტილმა მისცა ნონა გაფრინდაშვილს შესაძლებლობა, არაფრით ჩამოვარდნოდა კაცებს სხვადასხვა შეჯიბრებაზე.

მან მოახერხა გამარჯვების მოპოვება ტურნირზე ჰოსტინგში (აშშ, 1963-64), ლონ პეინში გამართულ აშშ-ის ღია პირველობაზე (1977), რეჯიო ემილიაში (იტალია, 1983), ვიიკ ან ზეეში (ჰოლანდია, 1987). აშშ-ში გამარჯვების შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა - 16 წელი. ამ დროის განმავლობაში მან 5 დიდი თამაში გამართა. 3-ჯერ ალა კუშნირი დაამარცხა, ერთხელ - ნანა ალექსანდრია. მე-5 შეხვედრაში, რომელიც 1978 წელს, თბილისში გაიმართა, ნონა გაფრინდაშვილი მაია ჩიბურდანიძესთან დამარცხდა.

მიუხედავად ამ მარცხისა, ნონა გაფრინდაშვილი წლების განმავლობაში იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე.

გაფრინდაშვილმა 5-ჯერ მოიგო სსრკ-ის ჩემპიონატი ქალებს შორის (1964, 1973/74, 1981, 1983, 1985). 10-ჯერ იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. 1963-86 წლებში 11 გუნდური და 9 პირადი ოქროს მედალი მოიპოვა ოლიმპიადებზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს, ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გაიმარჯვა.

1989 წლიდან 1996 წლამდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2002 წელს თბილისის საკრებულოს წევრი გახდა.

ნონა გაფრინდაშვილი დღემდე აგრძელებს მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირში.

"საჭადრაკო ცხოვრება ჩემთვის არ დამთავრებულა. დიდი სიამოვნებით ვიღებ შემოთავაზებებს სხვადასხვა ტურნირზე, მაგრამ უკვე ვეტერანებს შორის. ჩემს ასაკში არ ღირს, შევეჯიბრო ახალგაზრდებს, ბუნებას ვერ მოატყუებ" - თქვა ნონა გაფრინდაშვილმა.

ნონა გაფრინდაშვილმა 2018 წლის აგვისტოში ევროპის ჩემპიონატი მოიგო სენიორებს შორის, ხოლო ნოემბრის ბოლოს სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა. ლეგენდარული მოჭადრაკე განაგრძობს თამაშსა და ჩვენ განცვიფრებას.

Sportall.ge-ს რედაქცია მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენ ქალს ულოცავს 78 წლის იუბილეს და დიდხანს ცხოვრებას უსურვებს!

ულდანი შელია
ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი ჩემი აზრით ყველაზე უძლიერესი მოჭადრაკეა ჭადრაკის ისტორიაში. ჯამრთელობა და წარმატებები სასიქადულო მამულიშვილს.
დოდონა
ქართველი ერის ღირსეული შვილი.
სოსო
ქართული სპორტის დიდი დედოფალი და სინდისი.ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ქალბატონ ნონას.მრავალჯერ სცადეს თვითონ ბინძურებმა მისთვის ლაფის შესხმა,მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.სინდისისათვის და სამშობლოსათვის,მას,არასოდეს უღალატია.
tngh
საქართველოს უახლოესი ისტორიის დედოფალი!!! გაიხარეთ და დიდხანს გაახარეთ სრულიად საქართველო!!!
Amberki
დღეგრძელობა და ბევრი სიხარული ერის სიამაყე ქ-ნ ნონას
კოტე
ცოცხალი ლეგენდა! მრავალს დაესარით ქალბატონო ნონა!
ლალუკა
ბევრი სიხარულები გვაჩუქე, დიდხანს იცოცხლე უდიდესო ქაბატონო.
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუის ენრიკეზე უარი ამის გამო თქვა" - რას წერს ბრიტანული პრესა ესპანელ სპეციალისტზე?
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
მარჯი საქართველოს! - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება
დარეჯან კვარაცხელია ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე საუბრობს
ᕜᓝᓜᓐ ᓒᓐᓤᕠᓘᓜᓓᓐᓨᕕᕘᓚᓘ: ᓩᕔᓛᓡ ᓙᕣᓞᓔᕨᓘ ᓡᓣᓤᕠᓐ ᓐᓠ ᓐᓨᓚᓘᓚᓐ, ᕘᕡᓔ ᓩᓐᓛᕝᓕᓔᓓᓘᓗ ᓗᓑᓘᓚᕘᕡᓨᓘ
"ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, თქვენთვის მადლობის გადახდა მსურდა" - ლეო მესიმ ნონა გაფრინდაშვილს არგენტინის ნაკრების მაისური გამოუგზავნა [VIDEO]
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ჭადრაკის დედოფლები - მსოფლიოს ჩემპიონები თბილისში დაბრუნდნენ [PHOTO]
სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ნინო ბაციაშვილს ფიდეს უახლოეს კონგრესზე ვაჟთა დიდოსტატის წოდებას მიანიჭებენ
ბებერი კონტინენტის თერთმეტი დედოფალი - ბათუმიდან ბელგრადამდე
"მადლობა საჩუქრისთვის" - რა კადრებს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია? [PHOTO]
ნინო ბაციაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერს იწყება