ლიონელ მესის საჩუქარი ქართული სპორტის ლეგენდას

AutoSharing Option
80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, ნონა გაფრინდაშვილს, ლიონელ მესიმ თავის ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა. საჩუქარი იუბილარს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა გადასცა!

"ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელმა ლიონელ მესიმ ქართველ ჩემპიონს მაისური ესპანურენოვანი წარწერით გამოუგზავნა "ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!"

"ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია, ჩემი სახელიც მიწერილია, გილოცავ დაბადების დღეს - ლეო მესი. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიქვიის ადგილს დაიკავებს" - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.

ნონა გაფრინდაშვილი წლებია ბარსელონას და მესის ქომაგობს, რის
შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო. სიურპრიზის მთავარი ინიციატორი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის განმავლობაში მესიმ 34 ტიტული მოიგო და 520 შეხვედრაში 474 გოლი გაიტანა.

წყარო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

altნონა გაფრინდაშვილი იუბილარია - როგორ დაიწყო ქართველი მოჭადრაკის თავბრუდამხვევი კარიერა

altნონა გაფრინდაშვილი ისევ მსოფლიოს ჩემპიონია


მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ერთი ლეგენდა მეორეს ასეთ პატივს მიაგებს!
ვახო
21:08 17-06-2021
0
დასაფასებელია ლეო მესის ღირსეული საქციელი, ქალბატონი ნონას მიმართ! ჩვენს ნონას ვუსურვებთ ჯამრთელობას და კარგად ყოფნას. დიდო მოჭადრაკევ! ძალიან, რომ გიყვართ ფეხბურთი, ბარსა და მისი ლიდერი ლეო მესი, ეს ჩვენთვის ბარსას გულშემატკივრებისთვის, ასმაგად საამაყოა! მადლობთ ყველაფრისთვის!
ბარსას გულშემატკივრები.
19:41 17-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული