ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა

AutoSharing Option
როგორც Holywoodreporter-ი იუწყება, ჭადრაკში მრავალგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა, "დედოფლის გამბიტში" სექსისტური შენიშვნის გამო, "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

Sportall.Ge

80 წლის დიდოსტატი Netflix– ის ჰიტ სერიალში იყო ნახსენები, მაგრამ ქალბატონი ნონა ამტკიცებს, რომ მის შესახებ ფაქტები არასწორად გავრცელდა.

სარჩელში ნათქვამია, რომ კომპანიამ შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ  იმის ხაზგასასმელად, რომ მისმა გამოგონილმა გმირმა მოახერხა გაეკეთებინა ის, რაც სხვა ქალებს, მათ შორის გაფრინდაშვილს არ გაუკეთებიათ.

ფილმში ნახსენებია, რომ მთავარი პერსონაჟი  - ქალი მოჭადრაკე -  მამაკაცებს არ დაპირსპირებია. მაშინ, როცა გაფრინდაშვილს, ხსენებულ
პერიოდში, 32 მამაკაცი ჰყავდა დამარცხებული, ერთ-ერთ ტურნირზე კი მამრობითი სქესის 7 წარმომადგენელს აჯობა  და ჩემპიონი გახდა.

გარდა ამისა, ნინა გაფრინდაშვილი რუს სპორტსმენადაა ნახსენები და სარჩელის ერთი ნაწილი ამასაც შეეხება.

altნონა გაფრინდაშვილი იუბილარია - როგორ დაიწყო ქართველი მოჭადრაკის თავბრუდამხვევი კარიერა

altთბილისის "დინამო" ბათუმის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩა - "ტორპედომ" "შუქურას" მოუგო

მკითხველის კომენტარები / 12 /
ფოტოზე არიან ჩვენი ნ ო ნ ა და სოფია პოლგარი.
!!!
15 ოქტომბერი 2021 13:10
0
ერთხელ გაღიმებული მანახეთ ეს ქალი და მე მივცემ იმ 5 მილიონს
გიორგი
21 სექტემბერი 2021 16:21
11
გააქვს რო..? თუ გაქვს მითხარი სად ინახავ!
ქურდი
22 სექტემბერი 2021 05:33
0
გარი კიმის ძე ვაინშტეინ-კასპაროვს, ასრულებდა რა რეაქციონისტების დავალებას,ყალბი ინფორმაციის გავრცელებისათვის მოუწევს ჯარიმის გადახდა,რამოდენიმე მილიონის სახით.
დავითი
19 სექტემბერი 2021 20:54
1
ჩვენი ნონა - საქართველოს სიამაყე !
საჭადრაკო სამყაროს ლეგენდა, არის და ასეთად დარჩება ყოველთვის !
ქალბატონო ნონა, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ !
მანჩო
19 სექტემბერი 2021 07:21
0
ვერა მენჩიკი კაცებს ნონას მერე ეთამაშა ნონა იყო პირველი ქალი მოჭადრაკე ვინც დიდოსტატის ხარისხი დაიცვა კაცებში. ბიჭო რამ დაგაბეჩავათ სად ნონა და მაია და სად ვერა? 32 წელი მსოფლიო ჩემპიონები ვიყავით : პირადშიც და გუნდურშიც ( ოლიმპიურშიც) მოკლედ კარგით რა რა უნამუსობაა
domo
17 სექტემბერი 2021 17:37
3
ქალტაბონი ნონა თანამედროვე ქალთა ჭადრაკი აიყვანა უმაღლეს დონეზე რა შუაშია ლიჩნი ნეპრიაზნი, სიმართლეს ვლაპარაკობ, როგორ შეიძლება სერიალს უჩივლო ეს ხო დოკუმენტური ფილმი არაა, ისეთ სისულელებს იღებენ გინდა სტრელცოვზე რომ გადაიღეს ფილმი, გინდა პელეზე, გინდა სხვა სპორტსმენებზე რომ იღებენ ფილმებს ამახინჯებენ მოვლენებს. სერიალს როგორ უნდა უჩივლო, ამ სერიალს უდიდესი რეიტინგი აქვს და პირიქით ქალთა ჭადრაკის პოპულარიზაციაც ეწევა. რა ვთქვი ისეთი რომელიც არაა სწორი მითხარი და გავჩუმდები. ჩემთვის ქალბატონი ნონა საქართველოს საუკეთესო ქალი სპორტსმენია, მაგრამ სიმართლე და რეალობა უნდა გავარჩიოთ ეს არის და ეს. არგუმენტები მითხარი რაში ვცდები? იმ ფილმში ეგაც დაამახინჯეს რომ ქალბატონ ნონამდე უგებდნენ კაცებს და ეგ რა ტყუილია?? ისტორიულ სერიალებს ამახინჯებენ და ერთი ფილმი ან სერიალი მითხარი სადაც ობიეტურად არის გადმოცემული ყველაფერი.
azri
17 სექტემბერი 2021 11:02
23
არგუმენტი ისაა, რომ ფილმში, დოკუმენტური იქნება თუ მხატვრული, ადამიანის დოკუმენტურად დადასტურებულ სახელსა და გვარს რომ იყენებ, ანუ კონკრეტულ პიროვნებაზე და სპორცმენზე, რომ საუბრობ, ან მისი თანხმობა უნდა გქონდეს, ან ფაქტები სწორად უნდა ასახო. ნუთუ ვერ ხვდები... კარგი... წარმოიდგინე რომ გადაიღეს ფილმი მარადონაზე და იქ პელე არის რბილად რომ ვთქვათ გაბანძებული. ან თვითონ მარადონაა გაბანძებული, ფანტაზია შენზე მომიდვია როგორ იქნებოდა ეს. ხოდა ამას რა მოყვება. აბა დაფიქრდი?
SL
17 სექტემბერი 2021 11:33
1
რომელ სერიალშია წარმომავლობა შეცვლილი ვინმე ისტორიული ან რეალური გმირის? ერთი დამისახელე
dimo
17 სექტემბერი 2021 11:18
3
ქალბატონი ნონა თან მატერიალურ თანხას ითხოვს, მხატვრული ფილმია და არა დოკუმენტური და საინტერესოა ამ დროს რამდენად ვალდებულია ფილმმა ობიქტურად გააშუქოს მოვლენები. ამ ფილმს ჩივილი კი არა უნდა პირიქით დაფასება უნდა რადგან ჭადრაკის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი და ბევრი დაინტერესდა ამ სპორტით. უბრალოდ მთავრი მოქმედი გმირის უკეთ წარმოჩენისთვის მოიგონეს რომ კაცები არ ჰყავდა დამარცხებული. ვერა მენჩიკს გაფრინდაშვილამდე ჰყავს დამარცხებული მამაკაცები. ერთ ერთ სუპერტურნიზე სადაც კაპაბლანკამ მოიგო, ვერა მენჩიკმა რუბენშტეინთან ერთად გაიყო მეორე მესამე ადგილი და ნახევარი ქულით ჩამორჩა გამარჯვებულს. ვერა მეჩნიკმა ძალიან ძლიერ მამაკაცებს მოუგო და ჩემი აზრით, იმ დროის მამაკაცების 5 ულში თავისუფლად შევიდოდა. მსოფლიო ყოფილ ჩემპიონსაც კი მოუგო 4-1
azri
17 სექტემბერი 2021 10:03
24
გეთანხმები, საერთოდ რომ ახსენეს და სახელი და გვარი გაჟღერდა, ეს უკვე დიდი აღიარებაა და სასიამოვნოა. მითუმეტეს დადებით კონტექსტში.
lasha-giorgi
17 სექტემბერი 2021 17:00
10
შენ ვიღას ტიკი ტომარა ხარ აქ აზრებს რომ აფრქვევ. აშკარად რაღაც "ლიჩნი ნეპრიაზნ" გალაპარაკებს ასე.
SL
17 სექტემბერი 2021 10:49
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული