მოსკოვის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გაფრინდაშვილის საქმეზე საუბრობს

AutoSharing Option
მოსკოვის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა სერგეი სმაგინმა კომენტარი ნონა გაფრინდაშვილისა და Netflix-ის საქმეზე გააკეთა.

"რუსულ პრაქტიკაში მსგავსი არაფერი ყოფილა. არსებობს ფაქტები: გაფრინდაშვილი კაცების წინააღმდეგ წარმატებულად თამაშობდა. სწორია თუ არა, რომ სასამართლოს მიმართა? რატომაც არა. ამერიკაში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, იქ სასამართლო პროცესები ნაკლები დანაშაულის გამოც კი იმართება.

სავარაუდოდ, მან კონსულტაციები გაიარა და იურისტებმა უთხრეს, რომ საქმის მოგების კარგი შანსები აქვს. სერიალი პოპულარულია, უამრავი პრემია მიიღო და მის გარშემო დიდი ფული ტრიალებს.

ძალიან ძნელია ვიწინასწარმეტყველოთ, თუ როგორ განვითარდება საქმე, მაგრამ, თუ ისეთმა სერიოზულმა
ადამიანმა, როგორიც ნონა გაფრინდაშვილია, ეს ნაბიჯი გადადგა, ეს ნიშნავს, რომ მას კარგი შანსები აქვს. ჩემი აზრითაც, ასეა.

მეორე მხარეა, ამბობენ, კინო - ეს ხელოვნებაა და სიუჟეტის მიზნებიდან გამომდინარე, ფაქტების შეცვლა დასაშვებიაო. ამ არგუმენტის იურიდიული მხარე მე არ ვიცი. საინტერესო იქნება ამ პროცესისადმი თვალის მიდევნება. ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს კი ამ საქმეში გამარჯვებას მთელი გულით ვუსურვებ", - განაცხადა სმაგინმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ნონას... სასამართლოში!!!
tngh
17:11 28-09-2021
0
ობიექტურად შემფასებელი
გრიგოლი1408
13:08 28-09-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული