კასპაროვი რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადდა

AutoSharing Option
ლეგენდარული მოჭადრაკე, მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონი და სპორტის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარებული გარი კასპაროვი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადა. 

იუსტიციის სამინისტროს საიტზე არის განთავსებული იმ ადამიანების სია, რომლებიც რუსეთში უცხო ქვეყნების აგენტების ფუნქციებს ასრულებენ და ამ სიაში კასპაროვიც შეიყვანეს. 

გარი კასპაროვი რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ლეგენდარული დიდოსტატი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა და პუტინის ოპოზიციაში იყო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცივილური სამყაროს დესპანია
0
შარიკოვები... ხოდა ის უცხო ქვეყნები მიგაგდებთ შუა საუკუნეებში-ტოტალურ იზოლაციაში...ისევ ,,მოსკოვია- ტარტარია,, შეიქმნებით!
კახაბერი
17:04 21-05-2022
2

სიახლეები პოპულარული