დიდებული მაგნუს კარლსენი ისევ მსოფლიოს ჩემპიონია!

AutoSharing Option
დღეს, 23 სექტემბრის გამთენიისას გაიმართა სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, რომელშიც ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა ამერიკელი ჰირაკუ ნაკამურა დაამარცხა და აღნიშნული ტიტული კარიერაში მესამედ მოიგო.

კარლსენმა ნაკამურას 13,5:12,5 მოუგო. ფინალი რამდენიმე ფაზისგან შედგებოდა. მაგნუსმა პირველი ორი ქულა მოიპოვა, შემდეგ 3-ში ნაკამურამ გაიმარჯვა და სერიაში დაწინაურდა. "პულში" ნორვეგიელმა ანგარიში გაათანაბრა და დაწინაურებაც მოახერხა. გადამწყვეტ პარტიაში ჰირაკუს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა შეცდომა დაუშვა, ორი ეტლი გაწირა და ფინალიც წააგო. 

ჭადრაკის მოყვარულებს ამ ორი დიდოსტატის ახალი თამაშის სანახავად დიდი დროით მოცდა არ მოუწევთ, რადგან ისინი AI Cup-ის პირველ ეტაპზე ერთმანეთს ისევ შეხვდებიან. 

მაგნუს კარლსენი კლასიკურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი იყო, თუმცა 2023 წელს შეჯიბრზე არ გავიდა და ტიტული ამიტომ დაკარგა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ამ სტატუსს 2013 წლიდან ფლობდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ ვიგებ ამხელა დონის მოადრაკე შეცდომას როგორ უშვებს
ნოდო
14:01 23-09-2023
5
მოჭადრაკეც ადამიანია და იმიტომ
რრრ
20:23 23-09-2023
0

სიახლეები პოპულარული