აბრამაშვილმა სლალომში პირველ ცდაზე დისტანცია 52:69 წამში დაფარა და 35-ე ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე დაშვებაზე შედეგი 7 ადგილით გააუმჯობესა და 55 წამში 29-ე ადგილი დაიკავა.
საბოლოო ჯამში, აბრამაშვილმა საერთო დროით 1:47:69 წუთში 28-ე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ეს ქართველი სპორტსმენისთვის რიგით მეოთხე ზამთრის ოლიმპიადა იყო. მისი საუკეთესო შედეგი სლალომში სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე დაფიქსირდა. მაშინ აბრამაშვილმა 22-ე ადგილი დაიკავა.