საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრმა ნინო წიკლაურმა პირველ ცდაზე კვალიფიკაცია გაიარა და საბოლოოდ 52-ე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ნინომ თავისი კარიერის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაცია პირველად გაიარა.
მსოფლიო ჩემპიონი სლოვაკი პეტრა ვლხოვა გახდა. ვერცხლის მედალი გერმანელმა ვიქტორია რებენსბურგმა მოიპოვა. იგი პირველ ცდაში ლიდერობდა, მაგრამ საბოლოოდ მან გამარჯვებულთან +0.14 წმ წააგო. ბრინჯაოს მედლის მფლობელი ამერიკელი ვარსკვლავი მიკაელა შიფრინი გახდა, მან პეტრასთან +0.28 წმ წააგო.
მომზადებულია