"დასავლეთი მაზოხიზმს როდის დაასრულებს და როდის შეიგრძნობს რეალობას?" - რუსი ოლიმპიური ჩემპიონი

AutoSharing Option
ესტაფეტაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, 21 წლის რუსმა ვერონიკა სტეპანოვამ, Blink-ის საერთაშორისო ფესტივალზე რუსეთის მოქალაქე სპორტსმენების არყოფნაზე კომენტარი გააკეთა და საკუთარ ტელეგრამ-გვერდში ამ საკითხს დიდი პოსტი მიუძღვნა. 

"Blink-ის მორიგი ფესტივალი დასრულდა, რომელსაც "ალტერნატიულ მსოფლიოს ჩემპიონატად" მოიხსენიებენ. ამ ტურნირზე მსოფლიოს საუკეთესო მოთხილამურეები ჩადიან, ცხადია, ნორვეგიის ნაკრებთან ერთად. გასულ წელს, როგორც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, მეც მიმიწვიეს. 

წელს არც მე დამიძახეს და არც სხვა რუს ათლეტებს, თუმცა თანაგრძნობა გამოხატეს და გვისურვეს, რომ ახლო მომავალში ყველაფერი შეიცვლება. აქტუალური კითხვაა: სურთ კი ევროპაში რუს სპორტსმენებზე უარის
თქმა და თუ კი, რა ხნით.

დასავლელი პოლიტიკოსები და სპორტული ფუნქციონირების ნაწილი ერთი მხარეა, მეორე მხარეს კი ორგანიზატორები, მწარმოებლები და სპორტსმენები დგანან. მე მშვიდად ველოდები, როდის დაუბრუნდება დასავლეთს რეალობის აღქმა და ამ მაზოხიზმზე უარს იტყვის", - დაწერა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, კამჩატკელმა სტეპანოვამ. 

როგორც ჩანს, ახალგაზრდა ჩემპიონი ყველაფერში დასავლელ პოლიტიკოსებს ადანაშაულებს...
მკითხველის კომენტარები / 10 /
ცნობისთვის,ყველა რუსი ასე ფიქრობს
კაკო
08:04 10-08-2022
0
დასავლეთმა რუსეთი ხაფანგში შეიტყუა, ახლა ჯერ მთელ ეკნომკას მაგ ომში ჩააწვევინებს, მერე უკრაინას მაგარ შეიააღებას მისცემს და საბოლოოდ ომუღებს ბოლოს.
7

სიახლეები პოპულარული