საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე თურქეთს სძლია
AutoSharing Option
ბარსელონაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთი 15:10 დაამარცხა.
4 გოლი ანდრო ბითაძემ გაიტანა, ხოლო 3-3 მარკო ელაჩამ და მიხეილ ბაღათურიამ.
მიმდინარე ტურნირზე სამი წაგების შემდეგ ჩვენმა გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა და 24 ივლისს მე-13 ადგილისთვის მატჩში მალტა - სლოვაკეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.