ბუდაპეშტში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
D ჯგუფში ჩატარებულ პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა საფრანგეთი 9:7 დაამარცხა.
თავიდან საქართველოს ნაკრები 2:0 დაწინაურდა, პირველი ტაიმი 5:5 დასრულდა, მეორე ტაიმში კი ქართველი წყალბურთელები უპირატესობას დაეუფლნენ და იმარჯვეს.
ჩვენი გუნდიდან გოლები ბარალდიმ, ბითაძემ, ვაპენსკიმ (3), ჯახაიამ, ბაღათურიამ, მაგრაქველიძემ და იმნაიშვილმა გაიტანეს.
ამ მოგებით რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა, ფაქტობრივად, საუკეთესო 12 გუნდში მოხვედრა გაინაღდეს.
16 იანვარს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება, 18 იანვარს კი - იტალიას.