საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან 10:17 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 იანვარს, ბუდაპეშტში, ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში, მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 10:17 დამარცხდა.

ჩვენი გუნდიდან გოლები იმნაიშვილმა, ქავთარაძემ, ცრეპულიამ, ბითაძემ, ჯახაიამ, რურუამ (2), ბარალდიმ და ვაპენსკიმ (2) გაიტანეს.

ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს 9:7 სძლია და ევროპის 12 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი დაიმკვიდრა.

ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 18 იანვარს, მსოფლიოს ჩემპიონ იტალიასთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული