ჩომახიძის დიპლომატიური კომენტარი რუსეთთან მიკერძოებულ მსაჯობაზე

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპირველობის მეოთხედფინალში გასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ რუსეთთან 13:14 დამარცხდა. ჩვენი გუნდი 4 ბურთითაც აგებდა, შემდეგ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა და გამარჯვების მოპოვებაც შეეძლო, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში მსაჯმა მეტოქის სასარგებლოდ, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო, რამაც მატჩის შედეგზე გავლენა იქონია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ არბიტრის "შეცდომების" გამო უკმაყოფილება გამოხატა, რის გამოც გააფრთხილეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მან საქართველოს "პირველ არხთან" საუბარში მსაჯობაზე დიპლომატიურად, მინიშნებით ისაუბრა.

"არაფერი არ აკლდა იმას, რომ 8 გუნდში შევსულიყავით. ბიჭებმა ძალიან მაგ
რად ითამაშეს. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა რაღაც ნაკლები შეცდომების დაშვება, მაგრამ ამას დღეს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. გუნდმა დადო ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეეძლო და აჩვენა, რომ 8 გუნდში ყოფნის ღირსი იყო.

სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ მოხერხდა, თუმცა ვამაყობ შედეგით და ვამაყობ გუნდით. მსაჯობაზე კომენტარს არავითარი აზრი არა აქვს. ჩემი აზრით, ზოგადად საზოგადოება, საწყალბურთო სამყარო მზად არ იყო იმისათვის, რათა საქართველოს ნაკრები 8 გუნდში ეხილა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჰოდა რუსებსსაც შემოვევლე კარგებში და კეთილებში და ევროპასაც მოვიკითხავ გულით საყვარლებში,არ იყვნენ მზად,მაგათი ნუ მოკლედ პატარა საქართველომ კიდევ ერთჯერ იომა და ევროპამ კიდევ ერთჯერ დაგვიკიდა,იმ ფილმის არ იყოს მაინც ამოვთხრით,მოგიგებთ მსაჯებიანად თქვენი............
გოჩა
10:18 21-01-2020
3
ვერ გამიგია, რას ვთხოვთ იმ გუნდს, რომელსაც აუზში წყალს ხან ჩაუსხავენ ხან კიდევ არა. ჩვენ ისეთ გუნდებს ვეთამაშებით, რომლებსაც იმდენი აუზი ემსახურება რამდენიც კაციც ჩვენთან წყალბურთში ვარჯიშობს. მუხლის მოდრეკით დიდი მადლობა ბიჭებს ასეთი პატრიოტიზმისა და თავგანწირვისათვის.
ჟორა
17:52 21-01-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული