მსოფლიოს თასის მფლობელი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

AutoSharing Option
სერბი წყალბურთელი დუშან ვასიჩი კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.

"დინამო თბილისს" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს!

27 წლის სერბი წყალბურთელი დუშან ვასიჩი.

2009-20 წლების განმავლობაში ის თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა: "ვოივოდინა" (2009-15), "ფლორენცია" (2016-17), "პანათინაიკოსი" (2017), "იადრან სპლიტი" (2017), "ვულიაღმენი" (2018), "ცრვენა ზვეზდა" (2019) და "შაბაცი" (2020).

მას სერბეთის ნაკრების რიგებში მოგებული აქვს მსოფლიო თასი.

ვასიჩი მალე საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და 1 წლის შემდეგ ქვეყნის ნაკრებშიც ითამაშებს!".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტავი როდის იქნება, რომ ლეგიონერების დახმარება აღარ დაგვჭირდება
სოსო
21:33 03-09-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული