ჩემპიონთა ლიგაზე B ჯგუფში, მეორე ტურში თბილისის "დინამო" "ბარსელონეტასთან" 5:17 დამარცხდა.
მეტოქე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და იოლი გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენი გუნდიდან ორი გოლი მარკო ელაჩამ გაიტანა, თითო-თითო კი - გიორგი მესხმა, დუშან ვასიჩმა და ბორის ვაპენსკიმ.
შეგახსენებთ, "დინამო" პირველ ტურში "ბრეშიასთან" 9:15 დამარცხდა, 17 დეკემბერს კი "იადრანს" შეხვდება.