ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში თბილისის "დინამომ" მონტენეგროს "იადრანი" 11:8 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ფრედ (4:4) დასრულდა, მესამე მეოთხედი "დინამომ" 3:0 მოიგო და საბოლოოდ გამარჯვება ხელიდან არ გაუშვა.
ჩვენი გუნდიდან სამ-სამი გოლი მარკო ელაჩამ და ანდრია ბითაძემ გაიტანეს, თითო-თითო კი - დუშან ვასიჩმა, ბესო ახვლედიანმა, სანდრო ადეიშვილმა, ბორის ვაპენსკიმ და იოვან სარიჩმა.
"დინამო" თბილისში დაბრუნდება და საქართველოს ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირისთვის შეუდგება სამზადისს, რომელიც თებერვალში ნიდერლანდებში გაიმართება.