
ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა კანადა 14:11 დაამარცხა.
პირველ ტურში ჩვენი გუნდი საბერძნეთთან 10:11 დამარცხდა. მეორე ტურში ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა, რადგან თურქეთის გუნდი კორონავირუსის გამო ვერ გამოცხადდა.
საქართველოს ნაკრები 17 თებერვალს A ჯგუფის აუტსაიდერ ბრაზილიას შეხვდება.
ტურნირზე 12 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან 3 მოიპოვებს ოლიმპიადის საგზურს.