საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში მეოთხედფინალის საგზურისთვის მატჩში ნიდერლანდები 12:8 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.
საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შედეგად საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.
ჩვენი გუნდიდან გოლები მარკო ელაჩამ (3), ანდრია ბითაძემ (2), ბორის ვაპენსკიმ (2), ხვიჩა ჯახაიამ (1), დუშან ვაშიჩმა (1), ნიკა შუშიაშვილმა (1), ფაბიო ბარალდიმ (1) და ვალიკო დადვანმა (1) გაიტანეს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მეკარე ნოკოლოზ შუბლაძე, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი და პენალტი მოიგერია.
6 სექტემბერს, მეოთხედფინალში, საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება.