ლიზი კილაძე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა.
კილაძემ ხორვატიაში, ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გამოსვლა 214.3 ქულით დაამთავრა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორი ჩვენი სპორტსმენი გამოვიდა: ნინო ხუციბერიძე 551 ქულით 42-ე ადგილზე დარჩა, მარიამ ქობულაშვილი კი 547-ით 48-ზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონი საკვალიფიკაციო ეტაპის მომგები თურქი სევაი იაიდა ტარჰანი გახდა 237.1 ქულით, ვინც შარშან ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ვერცხლი რუსმა ნადეჟდა კოლოდამ მოიპოვა 235.6 ქულით, ვინც გუშინ შერეულ წყვილებში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 1662
ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა.
ბიჭებში იასპარეზა აკაკი მოსულიშვილმაც. მართალია, ის უმედლოდ დარჩა, მაგრამ ფინალში კი გავიდა და თანაც, გააუმჯობესა პირადი შედეგი - საკვალიფიკაციოში 574 ქულა დააგროვა. ფინალში ის მეშვიდეზე გავიდა.