ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს

AutoSharing Option
,,პარიზი 2024" ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია!

სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს.

მესამე ევროპულ თამაშებზე ტყვიის მსროლელმა ქალებმა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში (25მ) დღეს მედლებისთვის ბრძოლა განაახლეს. ნინო სალუქვაძემ ამ დისციპლინაში მეოთხე ადგილი დაიკავა და კარიერაში მეათედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია!

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ათ ოლიმპიადაზე ქალ სპორტსმენს ჯერ არ უასპარეზია. ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალია, რომელმაც ცხრა ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.

წყარო: საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee

altნინო სალუქვაძეს სპეციალური

ჯილდო გადასცეს

altნინო სალუქვაძე: უნდა დავემორჩილოთ საღ აზრს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნინო სალუქვაძე მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა აღიაროს საუკუნის ქალ სპორტსმენად!
პიერ დე კუბერტენის სახელობის პრიზი თუ არსებობს, მას აშკარად ეკუთვნის!
ლაშა
17:05 26-06-2023
1
კიდევ ერთი ქართული ისტორია დაიწერა ოლიმპიური და მსოფლიო პორტის ისტორიაში.
წინ საქართველოვ!
მალხაზ ჯობავა
16:52 26-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული