პარიზში მიმდინარე პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლი მოიპოვა და საქართველოს მეოთხე მედალი მოუტანა.
ქართველმა პარამსროლელმა R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა. მან 248,2 ქულა დააგროვა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 622,4 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. ლადო ჭინჭარაული პირველი ქართველი პარამსროლელია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო.
შეგახსენებთ, მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს აქტივში 4 მედალია - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ოქრო მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა (ბირთვის კვრა), ვერცხლს სროლაში ლადო ჭინჭარაული დაეუფლა, ხოლო
ბრინჯაო ანა ჯაფარიძემ (ტაეკვონდო) და ნინა თიბილაშვილმა (ხმლით ფარიკაობა) მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო პარალიმპიადაზე მეხუთედ მონაწილეობს (2008, 2012, 2016, 2020, 2024) და აქამდე ჯამში ჰქონდა 4 მედალი - ზვიად გოგოჭურის ოქრო 2016 წელს (ძიუდო), ნინა თიბილაშვილის (პარაფარიკაობა), ინა ქალდანის და რევაზ ჩიკოიძის (ორივე ძიუდო) ვერცხლის მედლები 2020 წელს. ასე რომ, პარიზში მიმდინარე პარალიმპიადა საქართველოსთვის უკვე ყველაზე წარმატებულია. საქართველო ამ დროისთვის 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით ჩათვლაში 44-ე ადგილზეა.

მომზადებულია საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით
გილოცავ გულითა და სულით !
მაგარი კაცი ხარ !
ასევე ვულოცავ თელავს და სრულიად საქართველოს !