"პირველი პრობლემა, რაც სასტუმროში შესახლების დროს დაგვხვდა, ის არის, რომ სასტუმროს შენობებს ჯერ კიდევ გარედან არემონტებდნენ. თურმე, შიგნითაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
სასტუმროს ნომერი, სადაც ჩვენამდე, როგორც ჩანს, ვიღაც ცხოვრობდა, საშინლად დაბინძურებული და არეული დაგვხვდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ გამართულად არ მუშაობს ინტერნეტი და გაზეთისთვის მასალის გადმოსაცემად დიდი
მისი თქმით, ჟურნალისტები, რომლებიც სოჭის ოლიმპიადაზე იმყოფებიან, ერთ დასახლებაში ცხოვრობენ და ყველას ერთნაირი პრობლემები აქვს.
ამასთან, "ლელოს" რედაქტორის თქმით, სოჭის ოლიმპიადაზე მყოფ ქართულ დელეგაციას განსაკუთრებული ყურადღებით ექცევიან, რასაც დელეგაციის წევრებიც ადასტურებენ.
"ოლიმპიურ სოფელში, სადაც სპორტსმენები იმყოფებიან, როგორც ჩვენმა ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, შედარებით კარგი პირობებია. საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით, პრობლემები არ აქვთ. რაც შეეხება დამოკიდებულებას, მათ აღნიშნეს, რომ ძალიან გულთბილი დამოკიდებულებაა ჩვენი დელეგაციისადმი, როგორც ოლიმპიურ სოფელში, ისე გარეთ", - განაცხადა თენგიზ გაჩეჩილაძემ.
წყარო: interpressnews.ge
ასევე იხილეთ:
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: 50 წუთი... ოლიმპიადამდე [PHOTO]
200 წლის წინაც მიშამ ,,დაიწყო"??? და 1993 წელსაც არა?!!!