რუსი გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელოდა ვეტერანი ევგენი პლიუშჩენკოს გამოსვლას, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. ჯერ კიდევ დილით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პლიუშჩენკომ ვარჯიშზე რთული ილეთები არ შეასრულა და მარტივი სრიალით შემოიფარგლა.
საღამოს კი, უშუალოდ მოკლე პროგრამის წინ, პლიუშჩენკომ მოთელვა გაიარა, რის შემდეგაც გამოაცხადა, რომ აღარ აპირებდა სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლას. მან მიზეზად ზურგის ტრავმა დაასახელა.
ამას მოჰყვა სპორტსმენის მხრიდან კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება: "მე დავასრულე კარიერა. შემიძლია სპორტში დარჩენა,
პლიუშჩენკომ სოჭში გუნდურ პირველობაზე იასპარეზა და ოქროს მედალი მიიღო, რითაც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
რაც შეეხება მოკლე პროგრამას, ის დამაჯერებლად მოიგო იაპონელმა იუზურუ ჰანიუმ. მისი შედეგი 101.45 ქულა იყო. 97.52 ქულით მეორეა კანადელი პატრიკ ჩანი, მესამეზე იმყოფება ევროპის წლევანდელი ჩემპიონი, ესპანელი ხავიერ ფერნანდესი 86.98 ქულით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"