სოჭი 2014: ფიგურული სრიალი - ოქრო მსოფლიოს რეკორდით

AutoSharing Option
სპორტულ ცეკვებში, პრაქტიკულად, წინასწარ იყო ცნობილი, რომ ოქროს მედლებს ჩრდილოამერიკული დუეტები გათამაშებდნენ. ესენი იყვნენ ბოლო წლების მუდმივი კონკურენტები: ამერიკელები - მერილ დევისი და ჩარლი უაიტი და კანადელები - ტესა ვირტუ და სკოტ მორი.

მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ დაწინაურდა ამერიკული დუეტი. დევისმა და უაიტმა უშეცდომოდ შეასრულეს მოკლე პროგრამა; სხვა წყვილების მიმართ კი მსაჯებს პრეტენზიები ჰქონდათ, მათ შორის, ვირტუსა და მორის მისამართითაც.

17 თებერვალს თავისუფალ პროგრამაში ამერიკელთა კონკურენტებმა სიტუაციის გამოსწორება სცადეს:

პირადი რეკორდი დაამყარეს ფრანგებმა ნატალი პეშალამ და ფაბიან ბურზამ, სეზონში საუკეთესო
გამოსვლა აჩვენეს ვირტუმ და მოირმა, მაგრამ ოქრო მაინც ამერიკელებს დარჩათ.

დევისმა და უაიტმა მსოფლიოს რეკორდით მოიპოვეს კარიერაში პირველი ოქრო. ახლა ამერიკულ და კანადურ დუეტებს აბსოლუტური ფრე აქვთ: ორ-ორი ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატებზე და თითო - ოლიმპიადებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული