ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) კომუნიკაციების დირექტორმა მარკ ადამსმა განაცხადა.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე უკრაინელმა სპორტსმენმა შინ დაბრუნება გადაწყვიტა. უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სერგეი ბუბკამ კი თქვა, რომ პატივს სცემს მათ გადაწყვეტილებას", - აქვეყნებს ადამსის ნათქვამს Reuters-ი.
ადამსს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რამდენმა სპორტსმენმა დატოვა ოლიმპიადა, რომელიც 23 თებერვალს დასრულდება. სულ სოჭში უკრაინის დელეგაცია 43 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
ასევე იხილეთ:
"ბატკივშინას" პარტიის ცნობით, უკრაინის