L'Equipe: ადელინა სოტნიკოვამ ოქრო არ დაიმსახურა, ეს სკანდალია!

AutoSharing Option
20 თებერვალს, სოჭის ოლიმპიადაზე ქალთა შორის ფიგურულ სრიალში ასპარეზობა გაიმართა.

ქართველმა მოციგურავემ, ელენე გედევანიშვილმა მე-19 ადგილი დაიკავა, ხოლო პირველი ადგილი და შესაბამისად, ოქრო რუს სპორტსმენს, ადელინა სოტნიკოვას ერგო.

თუმცა სოტნიკოვას მიერ მოპოვებული ჯილდოს სამართლიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებმა ეჭვქვეშ დააყენეს და აღნიშნულ ფაქტს სკანდალი უწოდეს, რადგან ადელინა კორეელ იუ ნა კიმზე უკეთესად ვერ გამოვიდა ყინულზე და შესაბამისად, ოქრო კორეელს ეკუთვნოდა.

აქვე გეტყვით, რომ იუ ნა კიმმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

L'Equipe-მა მსაჯების გადაწყვეტილებას სკანდალური უწოდა.

"ოლიმპიადის დაწყების დღიდან რუსებისთვის ქულები ყოველთვის
მომატებული იყო. პლიუშჩენკოს, ლიპნიცკის, ტრანკოვისა და ვოლოსაჟარის შეცდომები არ ისჯებოდა, მაგრამ ამ მომენტამდე იმარჯვებდა ის, ვინც ამას იმსახურებდა.

თუმცა 20 თებერვალს ასე არ მოხდა. მსაჯებმა სოტნიკოვას რუსეთის ქალთა ფიგურული სრიალის ისტორიაში პირველი ოქროს მედალი გადასცეს, რომელიც მან არ დაიმსახურა. ეს სკანდალია",
- წერს ფრანგული გაზეთი.

ხოლო გამოცემა USA Today კი იმაზე მიუთითებს, რომ თავისუფალი პროგრამის დაწყებამდე სამხრეთ კორეისა და აშშ-ის მსაჯები რუსი და უკრაინელი მსაჯებით შეცვალეს.

რუსი მსაჯი ალა შეხოვცოვა იყო, რომელიც რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის გენერალური დირექტორის, ვალენტინ პისეევის ცოლია; ხოლო უკრაინელი მსაჯი იური ბალკოვი იყო, რომელიც ნაგანოს ოლიმპიადაზე 1998 წელს ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა მსაჯებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის გამო.

ამ ფაქტს ასევე ეხმაურება ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ფიგურულ სრიალში კატარინა ვიტი, რომელიც მსაჯებს აკრიტიკებს.

"შოკირებული ვარ ამ შედეგით, ამას სერიოზულად გეუბნებით. საერთოდ არ მესის, ქულებს როგორ ითვლიდნენ. რატომაა სოტნიკოვა პირველი, კიმი კი მეორე?" - განაცხადა გერმანული ტელეარხით ვიტმა.

გარდა ამისა, ამერიკულ ვებ-გვერდ change.org-ზე ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაციის მიმართ წერილი გამოქვეყნდა. წერილის ავტორები შედეგების გამოძიებას ან გადახედვას მოითხოვენ. ამ დრომდე პეტიციას ხელი 1.25 მილიონამდე ადამიანმა მოაწერა.

თავის მხრივ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დირექტორმა კომუნიკაციის საკითხებში მარკ ადამსმა განაცხადა, რომ მოციგურავეების ინდივიდუალურ შედეგებში ეჭვი არ ეპარება.

მისი თქმით, კომიტეტი არ აპირებს შედეგების გამოძიებას, თუ ამის შესახებ ოფიციალური დელეგაციებისგან განცხადება არ შემოვა.

იხილეთ ადელინა სოტნიკოვას გამოსვლა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
სოტნიკოვა იყო უძლიერესი. უნაზესი და უმშვრნიერესი! ალალად ეკუტვნოდა გამარჯვება და იმიტომ გაიმარჯვა! დაანებეთ თავი ამ ურაპატრიოტიზმს!
ARCHIL
19:24 21-02-2014
0
ARCHIL გეთანხმები! - ყოველშემთხვევაში მართლა ვერ იტყვი რომ კიმ იუნა მნიშვნელოვნად ჯობდა და დაჩაგრეს! - შეფასებაკიდევ მსაჯებიდან ყოველთვის სუბიექტურია!
brola
22:04 21-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული