სოჭში სპორტსმენების სასტუმროში ვეებერთელა მგლები დაძრწიან?! [VIDEO]

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადის მონაწილე ამერიკელმა მოციგავე კეიტ ჰანსენმა ვიდეორგოლი Epic Sochi Fail გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ დასეირნობს მგელი ოლიმპიური სოფლის სასტუმროში, სადაც სპორტსმენები არიან დაბინავებულნი.

ვიდეორგოლში, რომლის ბმული გოგონამ თავისი "თვითერის" მიკრობლოგში დადო, ისე ჩანს, თითქოს ის ნომრის კარს ამოფარებული უთვალთვალებს და უღებს კორიდორში მოსეირნე ვეებერთელა მგელს.

თუმცა, USA Today იუწყება, რომ ჰანსენის ვიდეო ნამდვილი არაა და ის ყალბი ვირუსული ვიდეორგოლების შემქმნელმა და გამავრცელებელმა, ვინმე ჯიმი კიმელმა დაამზადა. კიმელმა სოჭის სასტუმროს ფოტოსურათები ჰანსენისგან მიიღო, ყალბი კლიპი კი თავის სტუდიაში დაამონტაჟა.
იხილეთ
ვიდეო

Sportall.Ge

ცნობისთვის, კეიტ ჰანსენმა სოჭის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მეათე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აშკარად ეტყობა რო დამონტაჟებულია..:))
guduna
00:25 22-02-2014
0
არაფერი დამონტაჟებული არ არის, სიენენ-ზე გამოაცხადეს ამერიკელებმა სანამ შენ ინტერნეტში ნახავდი.
ზვიად
04:22 22-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული