პირველი ცდის მერე 116 მონაწილიდან ფინიშს 77-მა მიაღწია. უიღბლოთა შორის აღმოჩნდა ალექსი ბენიაიძე, ოლიმპიადის დებიუტანტმა ორ დისციპლინაში ერთხელაც ვერ შეძლო შედეგის დაფიქსირება.
იასონ აბრამაშვილმა სლალომის I ცდის დისტანცია 52,59 წამში დაფარა. ის ლიდერს თითქმის 6 წამით ჩამორჩება და 43-ე ადგილზეა.