სამთო თხილამურები: იასონ აბრამაშვილის ოქროები

AutoSharing Option
ქართველი სამთო მოთხილამურეები ამჟამად უცხოეთში იმყოფებიან და სხვადასხვა ქვეყნის თოვლიან ტრასებზე ცდიან ძალებს. განსაკუთრებით ბაკურიანელმა იასონ აბრამაშვილმა იყოჩაღა. მან ერზრუმის საერთაშორისო ტურნირებში იასპარეზა, რომლებშიც 8 ქვეყნის 70-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

პირველი ტურნირი სლალომში გაიმართა. იასონმა 1.46,75-ით მეორე ადგილი დაიკავა - ირანელ ჰოსეინ შავენ შემშაკს მცირედით ჩამორჩა. სამაგიეროდ, მომდევნო სამ ტურნირში არავის დაუთმო პირველობა: მეორე ტურნირში 1.49,10-ით ყველას აჯობა.

იმავე შეჯიბრებაში გიორგი კურტანიძემ მე-13 ადგილი დაიკავა.

მომდევნო ორი პაექრობა გიგანტურ სლალომში აბრამაშვილმა უკონკურენციოდ მოიგო (დრო: 2.26,71 და 2.26,04). გიორგი კურტანიძე, შესაბამისად,
მე-19 (2.37,88) და მე-15 (2.35,70) ადგილებზე გავიდა. ორივე ქართველმა მოთხილამურემ რეიტინგები გაიუმჯობესა.

იაპონიაში ნინო წიკლაურის ამასწინანდელ წარმატებაზე უკვე ვწერდით. ნინო კიდევ ორ ტურნირში მონაწილეობდა და ორივეში (სლალომი: 1.42,52 და 1.43,74) მე-8 ადგილი დაიკავა. პირველ შეჯიბრებაში მასპინძელმა ემიკო კიიოსავამ (1.38,38), მეორეში კი საკურაკო მუკოგავამ (იაპონია, 1.41,34) გაიმარჯვა.

ავსტრიაში ასპარეზობენ სანდრო ოგბაიძე, ნიკოლოზ კოზანაშვილი, ბესარიონ ჯაფარიძე და ალექსი ბენიაიძე. ერთ-ერთ ტურნირზე კოზანაშვილი ოცდამეოთხე იყო (1.39,94), ხოლო დანარჩენებმა დისტანცია ვერ ჩაამთავრეს. პირველ ადგილზე ფინელი იუჰო დაჰლი (1.34,50) გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
.კარგია ის რომ რამოდენიმეახალი სამთო კურორტი კეთდება...ბევრი სათხილამურო ბაზებსაც ააშენებენ და სპორტმენებიც გაიზრდებიან..კარგია იტალიელ და ავსტრიელ მწვრთნებელებს ჩამოიყვანენ..ბავშვებს ჩააბარებენ..მომავალ ჩემპიონებს გაზრდიან....მანამდე ვაცალოთ იქნებ ირანელს და ავღანელს ვაჯობოთ..ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში სადაც მოყვარულ სპორტსმენებს პროფესიონალებად ვასაღებთ ...
bujanga
19:39 22-03-2016
0
და რა კატეგორიის ტურნირები იყო, პირდაპირ გასკდები სიცილით ირანელი რომ თხილამურებზე ჯერ დაეშვება და მერე მოგიგებს კიდეც...........
........
13:40 22-03-2016
0

სიახლეები პოპულარული