ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ

AutoSharing Option
ამერიკელი სპორტსმენების მიერ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი აშშ-ში მთლად ეროვნულ ტრაგედიად არ მიიღეს, მაგრამ ამ ფაქტმა დიდი დისკუსია კი ნამდვილად გამოიწვია და ისეთი პირი უჩანს, წარუმატებლობის მიზეზებზე ბჭობა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ნაკრებმა სოჭი 28 მედლით (9 ოქრო) და საბოლოო მეოთხე ადგილით დატოვა.

პრესაში თეორიები ოლიმპიადის პირველივე დღიდან მრავლად გამოითქვა. ერთნი ეჭვობდნენ, რომ წარუმატებლობის მიზეზი ამერიკელი სპორტსმენებისთვის სასმელ წყალში რაღაცის შერევა გახდა, სხვები კი ამას ოლიმპიურ სოფელში მოჭარბებულ არაყსა და სექსს მიაწერდნენ. ჩვენთვის რაც ყველაზე საინტერესოა,
მიზეზთა შორის არასწორი კვება და სოჭის სამზარეულოებში წარმოდგენილი პელმენი, მწვადი, ხინკალი და ხაჭაპური დასახელდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული