თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ საიმედოობის მხრივ, პრობლემები გადაჭრილია. მხოლოდ "ფერარი" ახერხებს სირთულეების თავიდან არიდებას და სულ უფრო და უფრო გრძელ დისტანციას გადის. გუშინ, სებასტიან ფეტელი ისევ ერთ-ერთი ლიდერი ამ მაჩვენებლით.
ისევ მოუწიათ ძალისმიერი აგრეგატის შეცვლა "მაკლარენის"მექანიკოსებს - უკვე მესამედ ტესტების ხუთი დღის განმავლობაში. არადა, მთელი სეზონის მსვლელობისას, მხოლოდ ოთხი ძრავის გამოყენებაა ნებადართული. გუნდში იმედოვნებენ, რომ სიტუაცია გამოსწორდება, მაგრამ ფაქტია, რომ
"უილიამსში" გუშინ, ფელიპე მასა მუშაობდა და მან ყველაზე გრძელი დისტანცია გაიარა, რითაც დაამტკიცა თავისი კარგი ფიზიკური მომზადება და მანქანის საიმედოობა. დილის სესიაში ბრაზილიელმა ცოტა ხანი საკვალიფიკაციო რეჟიმში იმუშავა და დღის საუკეთესო დრო დააფიქსირა, რომელიც ვერავინ გააუმჯობესა. სწორედ ეს არის "უილიამსის" ლიდერობის მიზეზი.
I დღე
1. ფელიპე მასა (უილიამსი) 1.19,726 (167 წრე)
2. დანიელ რიკარდო (რედ ბული) +0,174 (88)
3. სებასტიან ფეტელი (ფერარი) +0,180 (167)
4. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) +0,730 (49)
5. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) +1,198 (84)
6. ესტებან ოკონი (ფორს ინდია) +1,621 (141)
7. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო) +1,863 (57)
8. კევინ მაგნუსენი (ჰაასი) +1,950 (80)
9. დანიილ კვიატი (ტორო როსო) +2,017 (82)
10. სტოფელ ვანდორნი (მაკლარენი) +2,811 (79)
11. პასკალ ვერლაინი (ზაუბერი) +3,610 (47)
12. მარკუს ერიქსონი (ზაუბერი) +3,904 (52)
13. ჯოლიონ პალმერი (რენო) +5,064 (15)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"