ენცო ფერარი კინაღამ ამოთხარეს

AutoSharing Option
იტალიის პოლიციამ 34 ადამიანისგან შემდგარი ბანდა აიყვანა. ეს ჯგუფი ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტის ენცო ფერარის საფლავის გათხრას და გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით გვამის გატაცებას აპირებდა.

პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეთქმულების შესახებ იმ გამოძიების მსვლელობისას გაიგეს, რომელიც იარაღით ვაჭრობასა და ნარკოტიკებს უკავშირდებოდა. სარდინიას კუნძულზე ქალაქ ნუოროს გამომძიებლებმა გამოაცხადეს, რომ 34 მამაკაცი დააპატიმრეს მასშტაბური ოპერაციის დროს, რომელშიც სპეციალური დანიშნულების რაზმი მონაწილეობდა.

ენცო ფერარი, რომელიც კომპანია "ფერარის" დამაარსებელია, 1988 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული პილოტი დაასაფლავეს მოდენაში, სან კატალდოს სასაფლაოზე - მარანელოში "ფერარის"
ბაზასთან ახლოს.

რედ ბული კანადაში მოუმატებს
ავსტრიული საჯინიბო "რედ ბული" ძრავის სერიოზულ განახლებას გეგმავს, რაც შესაძლებლობას მისცემს გუნდს - ჩემპიონობისთვის ებრძოლოს "ფერარისა" და "მაკლარენს".

"წინ ბევრი სამუშაოა. სიჩქარე, რომელიც ავსტრალიურ რბოლაში ვაჩვენეთ, ოპტიმისტურ განწყობაზე გვაყენებს. ჩვენც და "რენოსაც" სერიოზული შრომა მოგვიწევს.

ძრავის ყველაზე დიდი განახლება მონრეალში, კანადის გრანპრიზე იგეგმება. ბარსელონაშიც იქნება განახლება, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, რომ ეს საშუალებას მოგვცემს - ჩავერთოთ ბრძოლაში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ასევე შესამჩნევად გავაუმჯობესებთ შასის", - განაცხადა "რედ ბულის" კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ენცო ფერარი - ლეგენდარული პილოტი?! :)
Dato
09:39 30-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული