კვალიფიკაცია
- სოჭში პოული 47-ე გახდა სებასტიან ფეტელისთვის. და პირველი 2015 წლის სინგაპურის გრანპრის შემდეგ. გერმანელს მეოთხე ადგილი უკავია ყველა დროის რეიტინგში - ჩამორჩება მხოლოდ ლუის ჰემილტონს, აირტონ სენასა და მიხაელ შუმახერს.
1. მიხაელ შუმახერი 68
2. აირტონ სენა 65
3. ლუის ჰემილტონი 63
4. სებასტიან ფეტელი 47
5. ალენ პროსტი 33
5. ჯიმ კლარკი 33
- სოჭში სასტარტო ბილიკის პირველი ხაზი მთლიანად "ფერარის" ეკავა - 51-ედ გუნდის ისტორიაში და პირველად 2008 წლის საფრანგეთის
რბოლა
- სოჭში გამარჯვება პირველი გახდა ვალტერი ბოტასისთვის კარიერაში - ამისთვის ფინელს 81 გრანპრი დასჭირდა. ვალტერი 107-ე გამარჯვებულია ჩემპიონატის ისტორიაში და მეხუთე ფინელი ამ სიაში კეკე როსბერგის, მიკა ჰაკინენის, კიმი რაიკონენისა და ჰეიკი კოვალაინენის შემდეგ.
- ფინელი მეხუთე ქვეყანაა ფორმულა 1-ში მოგებების რაოდენობით. ამ რეიტინგში დიდი ბრიტანეთი ლიდერობს:
1. ბრიტანეთი 258
2. გერმანია 170
3. ბრაზილია 101
4. საფრანგეთი 79
5. ფინეთი 47
- მეოთხედ ფორმულა 1-ის ისტორიაში, პოდიუმზე ავიდა ორი ფინელი პილოტი. ადრე, ასეთი რამ 2007 წელს, იაპონიაში და 2008 წელს - მალაიზიასა და უნგრეთში. სამივეჯერ პოდიუმზე იყვნენ - რაიკონენი და კოვალაინენი.
- სოჭში რბოლა მეოთხედ ჩატარდა და ოთხივეჯერ გაიმარჯვა "მერსედესმა".
- ესპანეთის შარშანდელი ეტაპის შემდეგ პირველად, "ფერარის" ორივე პილოტი ავიდა პოდიუმზე.
- რაიკონენისთვის ეს იყო 85-ე პოდიუმი კარიერაში. ფინელმა შეწყვიტა უპოდიუმო 15-რბოლიანი სერია, რომელიც ავსტრიის შარშანდელი გრანპრიდან გრძელდებოდა.
- რაიკონენმა კარიერაში 45-ედ აჩვენა რბოლის საუკეთესო წრე. კიმი მეორეა ამ მაჩვენებლით საერთო რეიტინგში და ჩამორჩება მხოლოდ მიხაელ შუმახერს (77 საუკეთესო წრე).
- მეოთხე ადგილი სოჭში - ყველაზე ცუდი შედეგია ლუის ჰემილტონისთვის რუსეთის გრანპრიზე. წინა სამი რბოლიდან მან ორჯერ მოიგო და ერთხელ - მეორე მივიდა ფინიშთან. ლუისმა შეწყვიტა ზედიზედ რვა პოდიუმიანი სერია.
- სერხიო პერესმა მეექვსე ადგილი დაიკავა და ზედიზედ მე-14 რბოლაში მოიპოვა მინიმუმ ერთი ქულა.
- ამ სეზონის ყველა რბოლაში "ფორს ინდიას" ორივე მანქანა შედიოდა ქულათა ზონაში.
- "უილიამსის" დებიუტანტმა ლენს სტროლმა პირველად შეძლო ფინიშამდე მისვლა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"