ესპანეთის გრანპრი - პირველი ევროპული ეტაპია, რომელზეც გუნდებს ტექნიკური განახლებები ჩააქვთ. ბარსელონაში პრაქტიკულად ყველა გუნდი გაუმჯობესებული ბოლიდებით გავა ტრასაზე.
მაგალითად, "მერსედესი" ესპანეთში განახლებულ გადაცემათა კოლოფს ჩაიტანს, რომელიც საშუალებას მისცემს W08-ს, მოიშოროს ზედმეტი წონა "ფერარისთან" შედარებით: პირველ რბოლებში "მერსედესი" ექვსი კილოგრამით მძიმე იყო. გერმანელებმა ესპანეთისთვის ასევე ახალი დაკიდება
ნიკი ლაუდას თქმით, "მერსედესი" ჯერჯერობით "ფერარის" უკან არის. ნაკლებად აგრესიული მიდგომის გამო, SF70H მოქნილი და აკურატულია საბურავებთან მუშაობაში და ეფექტურია პირობების ფართო დიაპაზონში. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია და ძალთა რეალურ თანაფარდობას ესპანეთის გრანპრიზე ვნახავთ, რომელიც ყველაზე მომთხოვნია ავტომობილის აეროდინამიკასა და ძრავის სიმძლავრეზე.
* * *
ლუის ჰემილტონმა თანაგუნდელ ვალტერი ბოტასთან უკვე ზედიზედ ორი კვალიფიკაცია წააგო, ხოლო რუსეთის გრანპრიზე მთლიანად ფინელის ჩრდილში მოექცა. ბრიტანელი აღიარებს, რომ სოჭში უქმეები ყველაზე ცუდი იყო მისთვის ბაქოს შარშანდელი ეტაპიდან მოყოლებული, როცა ის მუდმივად უშვებდა შეცდომებს, ნიკო როსბერგთან აგებდა და მხოლოდ მეათე ადგილი დაიკავა კვალიფიკაციაში.
ჯერჯერობით W08 არასტაბილური და კაპრიზულია. სოჭში ჰემილტონი ვერ გაუმკლავდა ამ ყველაფერს, თუმცა, ვალტერი ბოტასმა ასეთივე ავტომობილით შეუძლებელი შეძლო - დაამარცხა "ფერარი", რომელსაც ყველა ფავორიტს უწოდებდა.
ლუისს აშკარად ცუდი დროება უდგას, მაგრამ თუ ბარსელონაში ყველაფერი თავის ადგილას დადგება, ბრიტანელი კი ისევ გახდება გუნდის აშკარა ლიდერი, მაშინ ჰემილტონის შედეგები ისევ ზემოთ წავა. მაგრამ, თუ ლუისი ისევ ბოტასზე ნელი იქნება, ეს უნდა იყოს საგანგაშო სიგნალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონისთვის.
ალონსო მზად არის წავიდეს
"მაკლარენის" პილოტი ფერნანდო ალონსო აპირებს ფორმულა 1-ში თავისი მომავალი ზაფხულის შესვენების შემდეგ გაარკვიოს."იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება, მაგრამ სექტემბერში ან ოქტომბერში გახსნილი ვიქნები ნებისმიერი მოლაპარაკებებისთვის - "მაკლარენისთვის" ან ნებისმიერი სხვა გუნდისთვის.
ივლისში არის რბოლების სერია, მაგრამ ზაფხულის შემდეგ საკმარისი დრო იქნება, რათა სიტუაცია გავაანალიზო და მივხვდე - რა გაუმჯობესდა და როგორ ვითარდება გუნდი. ეს იქნება შესაბამისი მომენტი იმის გასაგებად, რას გავაკეთებ მომავალ წელს", - მოჰყავს ალონსოს სიტყვები სააგენტო EFE-ს.
კითხვაზე - რა აჩერებს აქამდე "მაკლარენში" - ალონსომ უპასუხა: "გუნდი". ის არ გამორიცხავს, რომ დარჩება ბრიტანულ საჯინიბოში, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ "მაკლარენმა" ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. "ეს გუნდი ნაჩვევი არ არის ჩამორჩენას, ამიტომაც, ის ყველა რესურს იყენებს სიტუაციის გამოსასწორებლად".
ესპანეთის გრანპრი
ბარსელონა
სიგრძე: 4655 მ.
წრეების რაოდენობა (დისტანცია): 66 (307 კმ)
საბურავები: ჰარდი, მედიუმი, სოფტი
DRS-ის ზონა: ორი
ტრასის რეკორდი (რბოლა): 1.21,670 (რაიკონენი, "ფერარი", 2008 წელი)
ტრასის რეკორდი (კვალიფიკაცია): 1.14,637 (მ. შუმახერი, "ფერარი", 2006 წელი)
რეკორდსმენი მოგებების რაოდენობით: მიხაელ გუმახერი - 6
ბოლო 5 გამარჯვებული
2016 - მაქს ფერსტაპენი (რედ ბული)
2015 - ნიკო როსბერგი (მერსედესი)
2014 - ლუის ჰემილტონი (მერსედესი)
2013 - ფერნანდო ალონსო (ფერარი)
2012 - პასტორ მალდონადო (უილიამსი)
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი - 86 (2)
2. ლუის ჰემილტონი - 73 (1)
3. ვალტერი ბოტასი - 63 (1)
4. კიმი რაიკონენი - 49
5. მაქს ფერსტაპენი - 35
6. დანიელ რიკარდო - 22
6. სერხიო პერესი - 22
8. ფელიპე მასა - 18
უქმეების განრიგი
12 მაისი, პარასკევი
12:00 - I პრაქტიკა
16:00 - II პრაქტიკა
13 მაისი, შაბათი
13:00 - III პრაქტიკა
16:00 - კვალიფიკაცია
14 მაისი, კვირა
16:00 - რბოლა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"