"რედ ბულს" გენიოსი ტოვებს?

AutoSharing Option
საინტერესო ჭორი გავრცელდა ამ დღეებში ფორმულა 1-ის სამყაროში.

"ლოტუსის" ყოფილი დირექტორი ჯეიმს ელისონი, რომელმაც ამ ცოტა ხნის დატოვა მალაიზიური საჯინიბოს რიგები, შესაძლოა, "რედ ბულში" გადავიდეს კარიერის გასაგრძელებლად. იმასაც შეგახსენებთ, რომ "ლოტუსის" დატოვებისთანავე, ჟურნალისტები ელისონს ტექნიკური დირექტორის პოსტს უწინასწარმეტყველებნენ "ფერარიში".

აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით გერმანული გამოცემა Auto Motor und Sport: "ძლიერდება ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ის, შესაძლოა, "რედ ბულში" გადავიდეს. ეს ვარაუდი მანამდე გავრცელებულმა ჭორმა წარმოქმნა: თითქოს "რედ ბულის" ტექნიკური შეფი ედრიან ნიუი 2014 წლის ბოლოს მიდის ავსტრიული საჯინიბოდან. დიზაინის
გენიოსი სულ უფრო ხშირად გამოხატავს თავის იმედგაცრუებას წესებში ზედმეტი შეზღუდვების გამო და შიშობს, რომ ახალი რეგლამენტი ფორმულა 1-ს ძრავების შეჯიბრად გადააქცევს"
.

* * *

"ფერარის" ბრაზილიელი პილოტი ფელიპე მასა უახლოეს უქმეებზე გასამართი კანადის გრანპრისთვის ახალ შასის მიიღებს.

მასას წინა ბოლიდი სერიოზულად დაზიანდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი ორჯერ მოხვდა ავარიაში მონაკოს გრანპრის დროს. შეგახსენებთ, რომ ორივე ინციდენტი ერთი და იმავე ადგილას ერთნაირი სცენარით მოხდა - ერთხელ თავისუფალი პრაქტიკის დროს და ერთხელაც რბოლის მიმდინარეობისას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიმი რაიკონენი მიხაელ შუმახერის რეკორდს ემუქრება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული