"უსაფრთხოება - ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ფორმულა 1-ში, სილვერსტოუნში მომხდარი ინციდენტები კი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პილოტთა უსაფრთხოების მხრივ, - ამბობს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი. - ამიტომაც, მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ ახალგაზრდული ტესტების რეგლამენტი - გუნდებს უფლება ექნებათ გამოიყენონ ის პილოტები, რომლებიც ამ პრობლემის მოსაგვარებლად სჭირდებათ. ასევე მართებულად მიმაჩნია, რომ ეს ტესტები გაიმართოს იქ, სადაც
ტესტებზე, რომელიც 17-19 ივლისს, სილვერსტოუნში უნდა გაიმართოს, გუნდები გამოიყენებენ პილოტებს, რომლებსაც ფორმულა 1-ში ორ გრანპრიზე მეტი აქვთ ჩატარებული. ასეთი რამ აკრძალულია ახალგაზრდულ ტესტებში, მაგრამ, ამჟამად, გამოცდილ მრბოლელებს "პირელის" საბურავებთან მუშაობის საშუალება მიეცემათ. აუცილებლობის შემთხვევაში, ტესტების ხანგრძლივობა ერთი დღით გაგრძელდება - ეს გუნდებს ახალგაზრდა პილოტებთან მუშაობის საშუალებას მისცემს.
ყველას აინტერესებდა, მიიღებდა თუ არა ამ ვარჯიშში მონაწილეობას "მერსედესი". როგორც იცით, "პირელისთან" კერძო ტესტის ჩატარების გამო, გერმანული საჯინიბო ახალგაზრდული ტესტებიდან მოკვეთეს. გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, "მერსედესმა" სპორტის ინტერესებიდან გამომდინარე, უარი განაცხადა სილვერსტოუნში ჩასვლაზე.
და კიდევ: ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ "პირელისგან" მოითხოვა გარანტიები იმაზე, რომ პრობლემები, რომელიც სილვესტოუნში წარმოიშვა, არ განმეორდება გერმანიის გრანპრის დროს. ეს ეტაპი უახლოეს უქმეებზე გაიმართება.
* * *
ამასობაში, იტალიის პროკურატურამ ორშაბათს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალი წაუყენა კომპანია "პირელის" პრეზიდენტს ტრონკეტი პროვერს. მას, შესაძლოა, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯონ.
ბრალის წაყენება არ უკავშირდება პროვერის "პირელიში" მოღვაწეობას. ჯერ კიდევ ამ პოსტის მიღებამდე, 2001-06 წლებში, ის სათავეში ედგა კომპანია Telecom Italia-ს, რომელსაც ამჟამად ადანაშაულებენ იმაში, რომ უკანონოდ უსმენდა და იღებდა ვიდეოზე იტალიური ელიტის წარმომადგენლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: სანამ ტრაგედია მომხდარა - პილოტებს უკვე ეშინიათ