აი, როგორი დაკვირვება ჩაატარეს შვეიცარიული გაზეთის Blick-ის ჟურნალისტებმა:
ლუის ჰემილტონმა, როგორც იტყვიან, "ათიანში" გაარტყა, როცა გასული წლის 28 სექტემბერს კონტრაქტი გააფორმა "მერსედესთან". 28 ივლისს, ანუ ზუსტად ათი თვის შემდეგ ხელშეკრულების დადებიდან, მან უნგრეთის გრანპრი მოიგო. - ამისთვის ათი რბოლა დასჭირდა ბოლიდით, რომელსაც მეათე ნომერი აქვს. ამასთან, მან მეორე ადგილზე გასულ კიმი რაიკონენს ათი წამი მოუგო.
გარდა ამისა, მან დაამხო რეკორდი, რომელიც 50 წელზე მეტხანს არსებობდა. საქმე ისაა, რომ ჰემილტონი
მიიჩნევა, რომ რეკორდის მფლობელი ხუან-მანუელ ფანხიო იყო. მაგრამ, დიადი არგენტინელის შემთხვევაში ერთ გარემოებაა გასათვალისწინებელი: მას დებიუტი ფორმულა 1-ში 1950 წელს ჰქონდა, კარიერა კი 1957 წელს დაასრულა, მაგრამ 1952 წელს, ფანხიოს სეზონის გამოტოვება მოუწია უმძიმესი ტრავმების გამო, რომელიც მან მონცას ტრასაზე ავარიის დროს მიიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1-ში ჭორაობამ კულმინაციას მიაღწია