სხვადასხვა წლებში მენსელი კიდევ სამჯერ იყო ერთი ნაბიჯით დაშორებული ტიტულთან, მაგრამ ბედმა ისე გადაწყვიტა, რომ ჩემპიონობა სხვა
გარდა ამისა, ნაიჯერ მენსელი ერთადერთია ისტორიაში, ვინც ფორმულა 1-ის ტიტული მოიგო, მომდევნო წელს კი ამერიკა დაიპყრო: 1993 წელს, ის IndyCar-ის სერიის ახალბედა იყო, მაგრამ პირველივე ცდაზე მოიპოვა იქ ჩემპიონობა.
კარიერის ბოლო წლებში, ნაიჯერ მენსელი პერიოდულად გადიოდა სტარტზე GP Masters-ის ვეტერანთა რბოლებში და მონაწილეობდა "ლე მანის 24 საათში", მაგრამ იქ წარმატებისთვის არ მიუღწევია.
ის დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრიტანელ მრბოლელად: უფროსი თაობის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ მისი პილოტირების შემტევი მანერა და ბრწყინვალე ოსტატობა. ორჯერ - 1986 და 1992 წლებში, ნაიჯელი ბრიტანეთში "წლის სპორტსმენად" აღიარეს.
ამბობენ, რომ მასთან რთული იყო მუშაობა. ხანდახან იხსენებენ სერ ფრენკ უილიამსის ფრაზას, რომელიც მან 1992 წელს წარმოთქვა, როცა "უილიამსი" მეორედ გამოეთხოვა ნაიჯელს:
"ჩვენ დაგვაკლდება ეს პილოტი, მაგრამ არ მოვიწყენთ ამ ადამიანის გამო". თუმცა იდეალური ადამიანები არ არსებობენ, ავტოსპორტში კი, პირველ რიგში, ფასი აქვს არა სულიერ თვისებებს, არამედ სისწრაფეს, გამარჯვებისადმი სწრაფვასა და სიმამაცეს. ეს ყველაფერი ნაიჯელ მენსელს მოჭარბებულად ჰქონდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: ფანხიოდან ფეტელამდე