ბრაზილიის გრანპრის დროს გუნდებსა და ექლსტოუნს შორის მოლაპარაკებისას გამოცხადდა - უახლოეს მომავალში ფორმულა 1-ში ორი დონე შეიქმნება. ამ შემთხვევაში საქარხნო გუნდები მომავალშიც თავად შექმნიან საკუთარ ავტომობილებს, კერძო გუნდებს კი შესთავაზებენ ერთი ტიპის შასის, როგორც ეს GP2-ის სერიაშია მიღებული.
"ფორს ინდიას" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა რობერტ ფერნლიმ აღნიშნა, რომ პროექტი ჯერ იდეის დონეზე არსებობს, მაგრამ შიშობენ, რომ ექლსტოუნს, უბრალოდ, სურს
"გაჩნდა ალტერნატივა, რომელსაც Super GP2-ს უწოდებენ. ლაპარაკია ისეთი ავტომობილის გამოყენებაზე, რომელიც ჰგავს GP2-ის ტექნიკას მოდერნიზებული ძრავით. ჩვენ ნათლად მიგვითითეს, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სპორტის ეს სახეობა - არის სურვილი, შეინარჩუნონ ხუთი კონსტრუქტორი და ხუთი საქარხნო გუნდი. თურმე ამას კომერციული უფლებების მფლობელები მათთვის მისაღებ ვარიანტად მიიჩნევენ".
მენსელი: ჰემილტონი უკვე ჩემპიონია
მსოფლიოს 1992 წლის ჩემპიონს, ნაიჯელ მენსელს მიაჩნია, რომ ლუის ჰემილტონმა, პრაქტიკულად, გაინაღდა წლევანდელი ტიტული. ბრიტანელი ვეტერანი დარწმუნებულია, რომ როსბერგი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუ ჰემილტონი შეცდომას დაუშვებს.
"მიმაჩნია, რომ ლუისმა უკვე დაამარცხა ნიკო. ჰემილტონს ცალი ხელით უპყრია საჩემპიონო თასი და მხოლოდ მაშინ დაკარგავს მას, თუ თავად დაუშვებს შეცდომას. როცა 1986 წელს საბურავის მწყობრიდან გამოსვლის გამო ბოლო რბოლაში დავკარგე ტიტული, ყველა მაინც სახალხო ჩემპიონად მიმიჩნევდა. BBC-ის პრიზიც კი მივიღე - "წლის სპორტსმენი". მართალია, გამარჯვება ხელიდან გავუშვი, მაგრამ ასეთი მხარდაჭერის წყალობით ვგრძნობდი, რომ ტიტული მოვიპოვე.
არ ვიცი, ორმაგი ქულები კარგია თუ ცუდი, მაგრამ არ მინდა ამ წესმა გადაწყვიტოს ტიტულის ბედი მექანიკური პრობლემების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, თავიდან იქნას აცილებული საიმედოობასთან დაკავშირებული პრობლემები. ლუისი და ნიკო მხოლოდ პილოტირებაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი", - ამბობს მოსალოდნელი რბოლის წინ მენსელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"