ფორმულა 1: წელს დიდი სეზონია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა დევიდ კულტჰარდმა, რომელიც ამჟამად BBC-ის კომენტატორად მუშაობს, ბელგიის გრანპრის შედეგები შეაჯამა; აგრეთვე, აღფრთოვანება გამოხატა იმის გამო, თუ როგორ გამოდიან მიმდინარე სეზონში ფორმულა 1-ის პილოტები.

"ფერნანდო ალონსომ ვერ მოიგო ბელგიის გრანპრი, მაგრამ არ შეიძლება, მისი საბრძოლო სულით არ აღფრთოვანდე.

საზაფხულო არდადეგების წინ "ფერარის" პილოტს მეტად წარუმატებელი რბოლების სერია ჰქონდა, მაგრამ ბელგიაში ის ბრწყინვალედ გამოვიდა, მეორე ადგილი დაიკავა მაშინ, როცა მეცხრე პოზიციიდან აიღო სტარტი და წააგო მხოლოდ სებასტიან ფეტელთან, რომელიც თავიდანვე დაშორდა კონკურენტებს.

"რედ ბულს" კვლავინდებურად ყველაზე სწრაფი
ბოლიდი ჰყავს, მაგრამ მე უფრო მეტად მომწონს ის, რომ ეს სეზონი კვლავ პილოტების შეჯიბრებას დაემსგავსა. ლუის ჰემილტონი "მერსედესში" ბრწყინავს, ფერნანდო ალონსო შესანიშნავ სეზონს ატარებს "ფერარიში", ფეტელი კი ფანტასტიკურია "რედ ბულის" ბოლიდით.

ამასთან, კიმი რაიკონენის შანსებს ტიტულზე ბელგიაში სერიოზული დარტყმა მიადგა, მაგრამ ფინელს "ლოტუსი" წინ მიჰყავს და დროდადრო შესანიშნავ რბოლებს გვთავაზობს.

თუ თქვენ არ ხართ "რედ ბულის" ფანი, მაშინ მიმდინარე სიტუაციამ ჩემპიონატში, შესაძლოა, დეპრესიაში ჩაგაგდოთ. ფეტელი ალონსოს 46 ქულით უსწრებს, ამასთან, დარჩენილ რვა რბოლაში მაქსიმუმ 200 ქულის დაგროვებაა შესაძლებელი. ჰემილტონი და რაიკონენი კიდევ უფრო მეტს აგებენ.

მაგრამ, ჩემი აზრით, წლევანდელი სეზონი ხაზს უსვამს იმას, რომ ფორმულა 1-ში ძლიერი პილოტების "ოქროს ხანა" დადგა.

ფეტელის მორიგმა გამარჯვებამ დაადასტურა მისი სარბოლო ნიჭი და "რედ ბულის" ბოლიდის სტაბილურობა, მაგრამ ამ სეზონში სხვა პილოტებიც შთამბეჭდავ რბოლებს ატარებენ.

მართალია, ალონსომ ვერ მოიგო იმდენი ტიტული, რამდენსაც იმსახურებდა, მაგრამ მაინც დაუჯერებლად ასპარეზობს და მეორე ადგილიც არაფრით აკნინებს მის მდგომარეობას ფორმულა 1-ში.

რვა რბოლაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და გამოცდილება მკარნახობს, რომ ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის", - ამბობს კულტჰარდი BBC-სთან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული