კიმი რაიკონენი "ფერარიში" გადასულა?

AutoSharing Option
გერმანული პრესის ინფორმაციით, მალე "ფერარის" შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები მოხდება.

იტყობინებიან, რომ "ლოტუსის" პილოტი კიმი რაიკონენი უახლოესი ორი დღის განმავლობაში გააფორმებს კონტრაქტს "ფერარისთან". მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც, საბოლოოდ, უახლოეს პერიოდში დადასტურდება. გარიგების დეტალები არ ხმაურდება.

გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ ფერნანდო ალონსოს წასვლა "სკუდერიადან". არსებული ცნობის თანახმად, ესპანელი "ლოტუსში" შეცვლის რაიკონენს.

"ალონსო? ეს საინტერესო ვარიანტი იქნებოდა. თუ მოისურვებს, სიამოვნებით გავუღებ ჩემი გუნდის კარს ფერნანდოს. იმედია, ჩვენ გვექნება ასეთი ფუფუნების საშუალება", - განაცხადა "ლოტუსის" ხელმძღვანელმა ერიკ ბულიემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
იტალიის გრანპრი: სებასტიან ფეტელი ისევ დომინირებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული