გუშინდელი რბოლის წინ, სტარტამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე წვიმა წამოვიდა. ბოქსებში პანიკა ატყდა, თუმცა განგაში ცრუ აღმოჩნდა: ნალექი მალე შეწყდა, ტრასა გაშრა და ბოლიდები ტრასაზე "სლიკებით" გავიდნენ.
კვალიფიკაციის მთავარი გმირი ნიკო
ამის შემდეგ პელოტონში არეულობა მოხდა და რამდენიმე პილოტი დაზარალდა. რაიკონენი პირველ მოსახვევში დაეჯახა პერესს - მექსიკელი იძულებული გახდა, მოსახვევი მოეჭრა, კიმი კი მაშინვე ბოქსებში შევიდა წინა ანტიფრთის შესაცვლელად. ნაკლებად გაუმართლა დი რესტას: ის ერთ-ერთ მოსახვევში უბრალოდ, შეეჯახა გროსჟანს და წინა დაკიდება დაიზიანა. ამასთან, რომენმა, ვითომც არაფერი, გზა გააგრძელა.
ფეტელმა მომენტალურად შეიქმნა მასასთან კომფორტული უპირატესობა, ფელიპემ კი მეორე ადგილი მხოლოდ იმ მომენტამდე შეინარჩუნა, როცა ალონსომ შიდა რადიუსით გაუსწრო უებერს. შემდეგ ესპანელი თანაგუნდელს დაეწია და ყოველგვარი ბრძოლის გარეშე უკან ჩამოიტოვა ის.
რაიკონენის შემდეგ მეორე უიღბლო აღმოჩნდა ჰემილტონი: მის მანქანზე ერთ-ერთი საბურავი გამოვიდა მწყობრიდან და ლუისი დაგეგმილზე ადრე წავიდა პიტსტოპზე. შესაბამისად, ბრიტანელი იძულებით გადავიდა ორი გაჩერების ტაქტიკაზე. დანარჩენებმა კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთხელ შეიარეს ბოქსებში.
პიტსტოპების ერთადერთი სერიის შემდეგ ფეტელმა გააგრძელა დამაჯერებელი ლიდერობა. მისი უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ გერმანელმა ინჟინრებისგან მიიღო მითითება, ეკონომიურ რეჟიმში წარემართა რბოლა. ამასობაში ალონსოს არ ჰქონდა გარანტირებული მეორე პოზიცია, რადგან უებერმა მასას გასწრებით დაიბრუნა მესამე ადგილი და ესპანელს სწრაფად უახლოვდებოდა.
ჰიულკენბერგი ახერხებდა შაბათის ტემპის დადასტურებას: "ზაუბერი" ახლოსაც არ იკარებდა როსბერგს, რომელიც მეხუთე პოზიციაზე იყო. თუმცა ორივე ნიკომ, რაღაც მომენტში, ერთად გაატარეს ჰემილტონი, ვინც მეორე პიტსტოპამდე უბრალოდ, დაფრინავდა ტრასაზე. როსბერგის უკან მოძრაობდა საკმაოდ მჭიდრო ჯგუფი რიკარდოსა და ორი "მაკლარენის" შემადგენლობით.
მათი ბრძოლა TOP10-ის ბოლოში კიდევ უფრო საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც გროსჟანმა ორივე "მაკლარენს" გაუსწრო და რიკარდოს გამოეკიდა. პერესის უკან რაიკონენი და ჰემილტონი აღმოჩნდნენ. სასტარტო მონაკვეთის ორმა უიღბლო პილოტმა მალე გაუსწრო რამდენიმე მოწინააღმდეგეს და მათ ერთმანეთში გამართეს ლამაზი ორთაბრძოლა. ფინელი დიდი ხანი იგერიებდა ჰემილტონის შეტევებს და მაინც, ბრიტანელი უფრო სწრაფი აღმოჩნდა.
ჰემილტონმა მალე პერესსაც გაუსწრო და ცხადი გახდა, რომ ბატონის უკან ჩამოტოვება და მეცხრე ადგილზე გადასვლა გარდაუვალი იყო. ისე ჩანდა, უფრო მაღლა ჰემილტონი ვერ ავიდოდა - გროსჟანი სწრაფად მოძრაობდა. მაგრამ ლუისმა უსწრაფესი წრე გაიარა და მომენტალურად დაეწია რომენს - დაიწყო სამმაგი ბრძოლა მეშვიდე ადგილისთვის! მაგრამ პოზიციები აღარ შეცვლილა: რიკარდო დაშორდა კონკურენტებს, ჰემილტონმა კი ბოლო წრეზე მეორე მოსახვევი მოჭრა და იძულებული გახდა, უკან დარჩენილიყო.
ლუისის გატარების შემდეგ რაიკონენიც არ დანებდა და შეძლო ქულებისთვის ბრძოლაში ჩაბმა: "ლოტუსის" პილოტმა გაუსწრო პერესს, მაგრამ ბატონს ვეღარაფერი მოუხერხა. მეათე პოზიცია ჯენსონს დარჩა.
პელოტონის ზედა ნაწილში ჰიულკენბერგმა მოახერხა როსბერგის იერიშების მოგერიება და მეხუთე ადგილის შენარჩუნება. იგივე ითქმის ალონსოსა და უებერის წყვილზე: ავსტრალიელი ბევრს უტევდა, მაგრამ ესპანელი მაინც დარჩა მეორე ადგილზე.
რაც შეეხება ფეტელს, ის ამ რბოლაში უკონკურენციო იყო. მან სრულიად დამსახურებულად მოიპოვა 25 ქულა და კვლავ უჩვენა გულშემატკივრებს საჩვენებელი თითი!
იტალიის გრანპრი. XII ეტაპი
მონცა (53 წრე, 306.720 კმ)
1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:18.33,352 (1 პიტსტოპი)
2(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +5,467 (1)
3(2). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +6,350 (1)
4(4). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +9,361 (1)
5(3). ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) +10,355 (1)
6(6). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +10,999 (1)
7(7). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +32,329 (1)
8(13). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +33,130 (1)
9(12). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +33,527 (2)
10(9). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +38,327 (1)
11(11). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +38,695 (2)
12(8). სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) +39,765 (1)
13(16). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) +40,880 (1)
14(14). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +49.085 (1)
15(18). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +56.827 (1)
16(17). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე (2)
17(20). შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) 1 წრე (2)
18(19). გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) 1 წრე (2)
19(21). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 1 წრე (1)
20(22). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) 1 წრე (1)
21(10). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 18 წრე
22(15). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 53 წრე
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 222 (6 მოგება); 2. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 169 (2); 3. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 141 (1); 4. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 134 (1); 5. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 130; 6. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 104 (2); 7. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 79; 8. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 57; 9. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 48; 10. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 36; 11. ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) - 25; 12. სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) - 18; 13. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 18; 14. ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) - 17; 15. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 13; 16. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 1.
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 352; 2. ფერარი - 248; 3. მერსედესი - 245; 4. ლოტუსი - 191; 5. მაკლარენი - 66; 6. ფორს ინდია - 61; 7. ტორო როსო - 31; 8. ზაუბერი - 17; 9. უილიამსი - 1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სებასტიან ფეტელი საუკეთესო დროით იწყებს