საშიში ხუმრობა: ფერნანდო ალონსომ ფორმულა 1-ის ტრასაზე "ტაქსისტობა" დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
სინგაპურის გრანპრის დასრულების შემდეგ ერთ საინტერესო ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როგორც იცით, "რედ ბულის" პილოტმა მარკ უებერმა მანქანის გაუმართაობის გამო ფინიშამდე ვერ მიაღწია.

ავსტრალიელს დაეზარა ბოქსებამდე ფეხით მისვლა და იქამდე მიყვანა "ფერარის" პილოტ ფერნანდო ალონსოს სთხოვა, რომელიც ნელი სვლით მიემართებოდა პიტლეინისკენ.

საბოლოოდ, მარკი ტრასაზე გავიდა, წითელ ბოლიდზე შემოჯდა, ალონსომ კი "ტაქსისტის" როლი მოირგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ განიხილა ეს ინციდენტი და ორივე პილოტს გაფრთხილება მისცა, ხოლო იმის გამო, რომ მარკ უებერისთვის ეს იყო სეზონში მესამე გაფრთხილება, მომდევნო გრანპრიზე ავსტრალიელი 10
ადგილს დაკარგავს სასტარტო ბილიკზე იმ პოზიციასთან შედარებით, რომელსაც კვალიფიკაციის დროს მოიპოვებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურად უებერმა გაფრთხილება იმის გამო მიიღო, რომ ტრასაზე გადაირბინა ისე, რომ რბოლის მარშლებისთვის ნებართვა არ უთხოვია. ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ მარკმა სახიფათოდ გადაჭრა ტრეკი, ალონსომ კი მკვეთრად დაამუხრუჭა, რითაც ორივემ საავარიო სიტუაცია შექმნა.

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ მიმართა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეებს, რომ აღარ მიმართონ ასეთ ნაბიჯს, თუ არ სურთ მკაცრი სასჯელი დაიმსახურონ. გარდა ამისა, ფედერაციამ დააზუსტა, რომ პილოტებს ეკრძალებათ ტრასაზე გასვლა, თუ შესაბამისი უფლება არ ექნებათ მიღებული რბოლის მომსახურე პერსონალისგან.

კიმი შემდეგ რბოლას გამოტოვებს?
"ლოტუსის" პილოტი კიმი რაიკონენი არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპის - კორეის გრანპრის გამოტოვება მოუწიოს.

შეგახსენებთ, რომ ფინელს სინგაპურის უქმეებზე ზურგთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან მონაწილეობა მიიღო რბოლაში, რომელშიც მესამე ადგილი დაიკავა.

"მაკლარენის" ექიმი აკი ჰინტსა დაეხმარა რაიკონენს რბოლაში მონაწილეობისთვის - ინექცია გაუკეთა ფინელ პილოტს. როგორც ჰინტსამ ჟურნალისტებს განუცხადა, კიმიმ დაიზიანა სახსარი ერთ-ერთ ნეკნსა და ხერხემალს შორის.

სააგენტო AFP-ის კითხვაზე, შეძლებს თუ არა შემდეგ რბოლაში მონაწილეობას, რაიკონენმა უპასუხა: "არ ვარ დარწმუნებული. ვნახოთ, როგორ წარიმართება აღდგენითი პროცესი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სებასტიან ფეტელის მოგება ჰეთ თრიქით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული